მაიკლ ადამომ Australian Poker Open-ის მეინ ივენთი და $1.288.000 მოიგო
Australian Poker Open-ის სერია $100.000 დოლარიანი მეინ ივენთით დასრულდა, რომელშიც 28 მოთამაშე ღებულობდა მონაწილეობას. ტურნირის გამარჯვებული მაიკლ ადამო გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში აარონ ვან ბლარკუმი დაამარცხა და $1.288.000 დოლარი მოიგო.
28 ენტრანტი, რა თქმა უნდა, ბევრი არ არის. ამიტომაც, $2.8 მილიონიანი საპრიზო ფონდი მხოლოდ 4 ფინალისტზე გადანაწილდა. მას შემდეგ, რაც წარუმატებლად ნათამაშები KK-ით კალ ბარნსი გავარდა, შორთ სტეკად დარჩენილმა სტივენ ჩედვიკმა $280.000 დოლარიანი მოგება გაინაღდა. მისი სატურნირო სიცოცხლე ალექს ფოქსენმა დაასრულა, რომელმაც მე-3 ადგილი დაიკავა და $448.000 დოლარი მიიღო.
ვან ბლარკუმი ჰაი სტეიკს ტურნირებში საკმაოდ ახალი სახეა: 43 წლის ტეხაქსელი მოთამაშე, უმეტესად, ქეშ-გეიმებით იყო დაკავებული, მაგრამ გასულ წელს მეინ ივენთზე ნანახი წარმატების გამო, ის ტურნირებით დაინტერესდა. ალექს ფოქსენი სწორედ მან გაისტუმრა სახლში. ხანმოკლე წარმატების მიუხედავად, მაიკლ ადამოს იღბალს მან ვერაფერი მოუხერხა.
მართალია, მეინ ივენთი და $1.288.000 დოლარი მაიკლ ადამომ მოიგო, სატურნირო სერიის ჩემპიონი სტივენ ჩედვიკი გახდა, რადგან მან გაცილებით ხალხმრავალ ტურნირებზე დააგროვა ქულები. მისი ავსტრალიური ვოიაჟი $949.000-იანი პლუსით დასრულდა.