ტეხასელმა დიასახლისმა $1.3 მილიონი მოიგო

ტაჰოს ტბა ნევადისა და კალიფორნიის შტატების საზღვარზე მდებარეობს. ძირითადი მიზეზი, თუ რატომაც სტუმრობენ ტურისტები ამ ადგილს, არაჩვეულებრივი პეიზაჟებია. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნევადის საზღვარზე კაზინოების მთელი რიგია ჩამწკრივებული იმ კალიფორნიელებისთვის, ვისაც გრძელი გზის გავლა და ლას ვეგასის მონახულება ეზარება. 

დოროთი ბუნი სწორედ ნევადა-კალიფორნიის საზვარზე არსებული კაზინოების ერთ-ერთი ასეთი ვიზიტორი იყო. მას მეგობარმა ტაჰოს ტბაზე წასვლა ურჩია, რათა ადგილობრივი ბუნებით დამტკბარიყო, თუმცა, ტეხასელმა დამსვენებელმა კაზინოში შევლაც მოასწრო და, როგორც გაირკვა, საკმაოდ წარმატებულადაც. 

სამკარტა პოკერის თითქმის ერთსაათიანი სესიის შემდეგ, დოროთი ბუნს AKQ რაც როიალ ფლეშს ნიშნავდა. მან $1.340.518 დოლარის ოდენობის პროგრესული ჯეკპოტი მოიგო. როგორც გამარჯვებული ამბობს, პირველ რიგში, ის ახალ სახლს იყიდის. მომავალ წელს კი, ნევადის კაზინოებს გვერდს აუვლის და დისნეილენდის დასათვალიერებლად გაემგზავრება. 

რუმები

ქართული უცხოური