Galfond Challenge: ფილ გალფონდმა პირველი მნიშვნელოვანი მოგება დააფიქსირა

Galfond Challenge-ში VeniVidi1993-თან €900.000 ევროიანი დაუნსვინგის შემდეგ, ფილ გალფონდმა რამდენიმეკვირიანი პაუზა აიღო. როგორც ვეტერანმა მოთამაშემ თქვა, ეს პერიოდი სავარჯიშოდ გამოიყენა და $25/$50 დოლარიან PLO სესიებს დაუთმო, რათა ომაჰას თანამედროვე დინამიკისთვის ფეხი აეწყო და საკუთარ თამაშში გარკვეული ცვლილებები შეეტანა.

4 მარტს, პოტ-ლიმიტ ომაჰას ჰედს-აპი კვლავ აქტიურ ფაზაში შევიდა. როგორც ჩანს, მისმა მიდგომამ გაამართლა: განახლებული ჰედს-აპის 574 დარიგების განმავლობაში, გალფონდმა €183.481 ევროიანი მოგება აჩვენა, რაც Galfond Challenge-ზე მისი საუკეთესო შედეგია. 

ჯერჯერობით, თამაშის დასრულებამდე დარიგებების ნახევარზე მეტია დარჩენილი. ომაჰას დინამიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, თამაშის ხაზი გამუდმებით შეიცვალოს. შესაბამისად, €900.000-დან €183.000 ევროს ამოღება დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მოგება გალფონდისთვისაა მნიშვნელოვანი: ასეთი მოგება მას დაუნსვინგისგან გატეხილი თავდაჯერებულობის აღდგენაში დაეხმარება. 

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დაუნსვინგი ნამდვილად არაა, - ამბობს გალფონდი, - წარუმატებელი სესიები ადრეც მქონია, როცა €100/€200-ის ნაცვლად, გაცილებით მაღალ ლიმიტებზე ვთამაშობდი."

რუმები

ქართული უცხოური