COVID-19-თან დაკავშირებით, ლას ვეგასის კაზინოებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს

გასულ კვირას, ლას ვეგასის კაზინოებმა მომხმარებლებისთვის კარები დახურეს. 18 მარტს, ნევადის შტატის გუბერნატორმა, სტივ სისოლაკმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ლას ვეგასის კაზინოებს, დროებით, მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. კანონი, მინიმუმ, 2020 წლის 17 აპრილამდე გაგრძელდება. 

გუბერნატორის გადაწყვეტილებით, შტატის კაზინოებს გარკვეული დრო მიეცათ, რათა სასტუმროში დაბინავებული მოთამაშეების გადანაწილება და მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილების შეთავაზება მოეხდინათ. აკრძალვა შეეხოთ იმ სათამაშო დაწესებულებებსაც, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქმიანობა არ შეუწყვეტიათ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავმა კაზინომ მუშაობა მანამდე შეწყვიტა, დარჩენილი იყო რიგი ობიექტებისა, რომლებიც სათამაშო მაგიდასტან მაქსიმუმ 3 მოთამაშეს აძლევდა ჯდომის უფლებას. 

ამ მომენტისთვის, ნევადის შტატის მასშტაბით დახურულია ყველა კაზინო, სავარჯიშო დარბაზი, სილამაზის სალონი, ბარი, სავაჭრო მოლი და რესტორანი. საკვები ობიექტები, რომლებიც მომხმარებლებს ე.წ. 'თეიქევეი' მენიუს ან ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობენ, კვლავაც გააგრძელებენ ფუნქციონირებას. 

ლას ვეგასის მერი, კეროლინ გუდმენი ამბობს, რომ ნებისმიერი შეფერხება, რომელიც 2 კვირაზე მეტი პერიოდით გაიწელება, ლას ვეგასის ეკონომიკას ძლიერ დარტყმას მიაყენებს. 

რუმები

ქართული უცხოური