კორონავირუსის გამო ესპანეთში პოკერის რეკლამირება შეიზღუდა

რამდენიმე კვირის წინ, ესპანეთის პარლამენტში კანონპროექტი მომზადდა, სახელწოდებით "აზარტული თამაშების რელამირების დეფაქტო აკრძალვა". რამდენიმე მოსმენის შემდეგ, პარლამენტმა კანონი დაამტკიცა, რომელსაც სამეფო განკარგულება მიეცა და 2 დღის წინ ძალაში შევიდა. 

როგორც ესპანეთის მომხმარებელთა საქმის მინისტრმა, ალბერტო გარსონმა ახსნა, აზარტული თამაშების სფეროში, ეს კანონი ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მკაცრია და ის რეკლამებს 80%-ით შეამცირებს. 'მომხმარებლების დაცვის' მიზნით, სავარაუდოდ, კანონი იმ დრომდე იმუშავებს, სანამ მოსახლეობა კარანტინის რეჟიმიდან არ გამოვა. ძირითადად, კანონპროექტი ესპანეთში ყველაზე პოპულარულ ბრენდს, PokerStars-ს შეეხო. ახალი დადგენილებით, 'პოკერსტარსს' წამახალისებელი გათამაშებების რეკლამირება, ბანერების განთავსება და კომპანიის სახელის შემცველი არტიკლების გამოქვეყნება აეკრძალა. 

რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას: აზარტული თამაშების ოპერატორებს უფლება ექნებათ, საკუთარი რეკლამა სატელევიზიო სივრცეში დილის 1-დან დილის 5 საათამდე განათავსონ. დღის განმავლობაში კი, მსგავსი შინაარსის რეკლამები სრულად იკრძალება. ჯერჯერობით, სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლებს ან მოთამაშეებს კანონპროექტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. უცნობია, რა ფორმით უნდა დაიცვას აკრძალვამ იზოლაციაში მყოფი მოსახლეობა. 

რუმები

ქართული უცხოური