ფილ ჰელმუტმა ზედიზედ 9 ოლ-ინი წააგო

პოკერის სამყაროში თუ რამდენიმე დღე მაინც გაგიტარებია, ბედ ბითის ისტორია აუცილებლად გექნება მოსაყოლი, მაგრამ ვერავინ ყვება წაგებულ დარიგებებს ისე, როგორც ფილ ჰელმუტი. 

ერთი კვირის წინ, ლეგენდარულმა მოთამაშემ, ონლაინ პოკერის თამაშისას, $90.000 დოლარი წააგო. ფილ ჰელმუტის კალიბრის გემბლერისთვის $90.000 დოლარი დიდი ვერაფერი თანხაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ 9 ოლ-ინიდან ის ვერცერთხელ გამოძვრა ზარალის გარეშე. 

ამბავი პრივატული ონლაინ ქეშ-გეიმის $5/$10 ლიმიტზე მოხდა. როგორც ჩანს, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი $5/$10 იყო, რადგან ასეთი ბლაინდების მიუხედავად, მოთამაშეები $50.000 დოლარიანი სტეკებით ისხდნენ. მაგიდის ერთ-ერთმა მონაწილემ $100.000 დოლარის მოგებაც კი შეძლო. 

"ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი ბედ ბითი! - ასე მონათლა ფილ ჰელმუტმა წაგებული ხელი, რომელშიც მან დიდი თანხა არა, მაგრამ ძალიან ბევრი ბიგ ბლაინდი გადაიხადა, - მე AA მყავდა, როცა ორმა მოთამაშემ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის AA-ით და AQ-ით 2.000 ბიგ ბლაინდი გადაეხადათ. რა თქმა უნდა, დარიგება სთრეითთან წავაგე."

... და ასე გამეორდა 9-ჯერ. მაგალითად, ერთ-ერთი ოლ-ინი მან ისევ AA-ით გააკეთა, 744 ფლოპზე, მაგრამ K10-თან წააგო. "ბოლო სამი კვირის განმავლობაში მუდმივად ვიგებ, - წერს ტვიტერზე ჰელმუტი, - არაუშავს, ერთ ცუდ დღეს ნამდვილად ავიტან."

რუმები

ქართული უცხოური