ბერტრან Elky გროსპელიეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფრანგ მოთამაშეს, ბერტრან გროსპელიეს, რომელსაც ონლაინ პოკერის სამყაროში Elky-ის მეტსახელით იცნობენ, COVID-19 დაუდგინდა.
ორი კვირის წინ, ბერტრან გროსპელიე პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ორ სპონსორთან გააფორმა კონტრაქტი: ის, ამჟამად, Hearthstone-ისა და GGPoker-ის წარმომადგენელია. წარსულში, წლების განმავლობაში, ფრანგი მოთამაშე PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის წევრი იყო.
Elky, ამ მომენტისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს. ბოლო წლებში, ქვეყანა ლაივ პოკერის მექად გადაიქცა და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება, სადაც მოთამაშეებს დიდ ქეშ-გეიმებში მონაწილეობა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში, ეს ყველაფერი შეზღუდულია. ჩეხეთს, ბოლო მონაცემებით, 7.000-მდე ინფიცირებული მოქალაქე ჰყავს. ქვეყნის მოსახლეობა მკაცრ საკარანტინო პირობებშია. უნდა ითქვას, რომ ჩეხეთში ვირუსზე ტესტირება 2.5-ჯერ უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე Elky-ის მშობლიურ საფრანგეთში, სადაც ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 150.000-ს გადააჭარბა.
როგორც გროსპელიე ამბობს, ის ასიმპტომურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას რაიმე სახის მნიშვნელოვანი გამოვლინება ან ჯანმრთელობის პრობლემა არ ექნება. რა თქმა უნდა, მას 14 დღიანი კარანტინი დაენიშნა. Elky-ის ვარაუდით, მისი ინფიცირება Uber-ის მძღოლთან კონტაქტით მოხდა.