ბენი გლეიზერმა SCOOP-ის მე-5 ტიტული მოიპოვა
სანამ პანდემიამ კაზინოებისა და, შესაბამისად, ლაივ პოკერის სრული პარალიზება გამოიწვია, ინტერნეტში თამაში არ შეწყვეტილა. რა თქმა უნდა, PokerStars-ზე გამართულმა ტურნირების ყოველწლიურმა საგაზაფხულო სერიამ, Spring Championship Of Online Poker-მა, ონლაინ თამაშებს კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა.
გასულ ღამეს, SCOOP-ზე 15 გამარჯვებული გამოვლინდა, საიდანაც ერთ-ერთი ბენი გლეიზერი იყო. მან SCOOP-ის ტიტულის მოგება მე-5-ედ მოახერხა და SCOOP-ის ჩემპიონებს შორის კიდევ უფრო დაწინაურდა. მისი გამარჯვება $2.100 დოლარიან 8-games-ის ტურნირზე შედგა, სადაც მან გერმანელი ონლაინ რეგულარი, donthnrmepls დაამარცხა და $54.854 დოლარი მოიგო.
ბენი გლეიზერი, ამჟამად, SCOOP-ის ტიტულებით მე-3 პოზიციას იკავებს. ის ერთი მოგებით ჩამორჩება შონ ბიუქენენს, მაგრამ იმისთვის რომ კალვინ ანდერსონს დაეწიოს, მას კიდევ 5 SCOOP-ის ტიტული დასჭირდება. "8-games მოვიგე, $55.000-იანი ჩეკით, - წერს ტვიტერზე გლეიზერი, - SCOOP-ის არაჩვეულებრივი სტარტია. იმედია, ასე გაგრძელდება."