ფილ გალფონდმა დენიელ ქეითსს €86.000 ევრო მოუგო

ფილ გალფონდმა და დენიელ ქეითსმა მინი ქეშ-გეიმ სესია მოაწყვეს. Run It Once-ზე გამართული 754 დარიგების შემდეგ, ფილ გალფონდი €86.870 ევროს პლუსში იყო, მაგრამ დიდი ამბები ჯერ კიდევ წინაა. 

მატჩი ერთგვარი აპეტაიზერი იყო, რომელიც €100/€200 ლიმიტის Galfond Challenge-ის დაწყებამდე მაყურებლებისთვის მადის გასაღვიძებლად გაიმართა. ჩელენჯის ფარგლებში, 7.500 დარიგების თამაშია დაგეგმილი, მაგრამ ჯერჯერობით, დაუდგენელია სანაძლეოსთვის დაწესებული თანხა. ამ შემთხვევაში, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ გალფონდი მეტოქეს არანაირ უპირატესობას არ მისცემს. 

ამჯერად, მინი მატჩის პირობებში, რომელიც გალფონდის გამარჯვებით დასრულდა, სანაძლეო თანხა დაწესებული არ ყოფილა. სამაგიეროდ, არსებობს შემდეგი პირობა: წაგებულმა, ამ შემთხვევაში - დენიელ ქეითსმა, უნდა ჩაწეროს ვიდეო და ახსნას, თუ რატომაა გამარჯვებული უკეთესი მოთამაშე და უკეთესი ადამიანი.  

მატჩი დენიელ ქეითსმა საკუთარი პერსპექტივიდან გადაიღო და 'ტვიჩზე' დადო. რა თქმა უნდა, ფილ გალფონდმა იგივეს გაკეთებისგან თავი შეიკავა - რამდენადაც ის აქტიურ დაპირისპირებაშია ActionFreak-ისა და ბილ პერკინსის წინააღმდეგ, მას არ სურს საკუთარი თამაშის შესახებ რაიმე სახის მინიშნება საჯარჯო გახადოს. მალე ის მე-3 ოპონენტს შეერკინება. ამჯერად, მისი მეტოქე ჩენს კორნუთი იქნება. 

რუმები

ქართული უცხოური