მუსტაფა კანიტმა SCOOP-ის მე-3 ტიტული მოიპოვა

PokerStars-ზე გრძელდება Spring Championship Of Online Poker-ის სერია. SCOOP-ის მე-7 დღე განსაკუთრებით სანახაობრივი აღმოჩნდა, რამდენადაც ტურნირზე დიდი სახელები გამოჩდნენ და ონლაინ რეგულარებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. 

ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავი, ვინც ონლაინ სერიებზე გაიბრწყინა, 2015 წლის SCOOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, მუსტაფა კანიტი იყო, რომელმაც $10.300 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთი მოიგო. ამ გამარჯვებით მას, ჯამში, SCOOP-ის 3 ტიტული დაუგროვდა. 124 მოთამაშეს შორის, იტალიელი ვარსკვლავი რუსი ონლაინ გრაინდერის, სერგეი კოლიაკოვის პირისპირ აღმოჩნდა. $1.240.000 დოლარიანი საპრიზო ფონდიდან, კანიტს $271.790, ხოლო კოლიაკოვს $210.580 დოლარი შეხვდათ. 

მუსტაფა კანიტის SCOOP-ის პირველი ტიტული 2014 წლით თარიღდება, როცა მან $2.100 დოლარიანი ტურბო ივენთი მოიგო, $379.920 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. ერთი წლის შემდეგ კი, მან SCOOP-ის მეინ ივენთი მოიგო, რომლისთვისაც $1.304.720 დოლარი მიიღო.

უკანასკნელი ტურნირის მოგება განსაკუთრებით დრამატული იყო: იტალიელი ფინალურ მაგიდაზე შორთ სტეკის სტატუსით შევიდა, მაგრამ ჩვეული მხიარული განწყობით, მან იმდენი მოახერხა, რომ მაგიდიდან რამდენიმე მოთამაშე გამოთიშა, მათ შორის - ტურნირის ჩიპლიდერი, ონლაინ პოკერის ლეგენდა, ჩარლი კარელი. ფინალურ მაგიდას 1.200-მდე გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. კანიტი მაყურებლების განწყობაზეც ზრუნავდა და ჩარლი კარელთან დიალოგით ცდილობდა მათ გამხიარულებას. კარელი მე-4 ადგილზე გავიდა, $126.411 დოლარიანი ანაზღაურებით. 

რუმები

ქართული უცხოური