სტივ ო'დუაიერმა $25.000SCHOOP-ზე $521.598 დოლარი მოიგო

რამდენადაც ლაივ კაზინოები პანდემიის გამო კვლავ დახურულია, ძვირადღირებული ტურნირების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ირლანდიელი ჰაი როლერისთვის ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი მოეგო. სტივ ო'დუაიერმა PokerStars-ზე მიმდინარე SCOOP-ის $25.000-იან ივენთზე $521.598 დოლარი მოიგო. 

ტურნირი საკმაოდ სწრაფად განვითარდა: 89 ენტრანტიდან, დღის ბოლოსთვის, მხოლოდ 10 იყო დარჩენილი. მართალია, კანადელმა ტიმოთი ადამსმა ფულში შესვლა მოახერხა, მან მაინც მე-11 პოზიციაზე დაასრულა თამაში. ტურნირის 'ბაბლი' კი ლეგენდარული ბენ სალსკი აღმოჩნდა, რომლის გავარდნამაც ოფიციალური ფინალური მაგიდა შექმნა. 

ცნობილი მოთამაშეებიდან $2.182.725 დოლარიანი საპრიზო ფონდისთვის ფედორ ჰოლცი, თალალ შაკერჩი და ჩუნ ლეი ჟოუ იბრძოდნენ. გარდა ამისა, მაგიდაზე ოლე შემიონი და ანდრაშ ნემეტიც მოხვდნენ. ერთ-ერთი მძიმე დარიგების დროს, როცა რამდენიმე რირეიზის შემდეგ სამმა მოთამაშემ სტეკები მაგიდის ცენტრში მოათავსა, ანდრაშ ნემეტს ორი მეტოქის გაგდების შანსი მიეცა: უნგრელს AA ჰყავდა, როცა ოლე შემიონი KK-ს ფლობდა, ხოლო ო'დუაიერი - AQ-ს. დარიგებას დრამატულობა ფლოპმა შეჰმატა: QQJ. პრეფლოპ ანდერდოგი პოსტფლოპზე უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და შემდგომ რაუნდებში დადებულმა 3-მა და 7-მა მას ვერაფერი დააკლეს. 

საბოლოოდ, ფინალური ჰედს-აპი სწორედ ირლანდიელსა და უნგრელს შორის გაიმართა, რომლის ფინალურ დარიგებაში კვლავ ო'დუაიერს გაუმართლა და K10-ით ნემეტის AK დაამარცხა. მე-2 ადგილისთვის ანდრაშ ნემეტს $403.096 დოლარი შეხვდა. 

რუმები

ქართული უცხოური