ადრიან მატეოსმა SCOOP-ის მეორე ტიტული მოიგო
PokerStars-ზე მიმდინარე SCOOP-ის სერიის ფარგლებში, $1.050 დოლარიანი Super Tuesday გაიმართა, რომლის ფინალისტის გამოვლენასაც 8 საათი დასჭირდა. გამარჯვებული, ყველასთვის ნაცნობი ესპანელი მოთამაშე, ადრიან მატეოსი იყო. ფინალურ ჰედს-აპში მან ბრაზილიელი ბერნარდო როშა დაამარცხა და $164.398 დოლარი მიიღო. უნდა ითქვას, რომ წლევანდელი მოგება მის პირველ SCOOP-ის ტიტულზე ნაკლები გამოდგა - 2017 წელს, მატეოსმა $2.100 SCOOP-ის პირველი ადგილისთვის $234.030 დოლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე 937 მონაწილე დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საპრიზო ფონდი გარანტირებულ $1.000.000 დოლარს ვერ გადასცდა. გასულ კვირას, ამ საკითზე პატრიკ ლეონარდმა ისაუბრა, რომელმაც ონლაინ პოკერის დიდი კრიზისი დააანონსა. ის ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ საკარანტინე შეზღუდვების შერბილებასთან ერთად, სულ უფრო ნაკლები ადამიანი ინტერესდებოდა ონლაინ პოკერით. შესაბამისად, პოკერ-რუმები გარანტირებული საპრიზო ფონდების შევსებას ვეღარ ახერხებდნენ და თანხის ამოსაღებად სხვა მეთოდებს მიმართავდნენ, როგორიც, მაგალითად, ულიმიტო გვიანი რეგისტრაციაა.
ადრიან მატეოსის მიერ მოგებულ ტურნირზე, დარეგისტრირებული მოთამაშეების თითქმის ნახევარი პირველივე საათებში გაიცხრილა: კენი ჰალერტი, ლუკ შვარცი, ანატოლი ფილატოვი, კონორ დრინანი - ის ცნობილი მოთამაშეები იყვნენ, ვინც ფულში შესვლა ვერ მოახერხეს.