SCOOP-ის მეინ ივენთი უცნობმა ბელარუსმა მოთამაშემ მოიგო

Spring Championship Of Online Poker-ის $10.000 დოლარიანი მთავარი ტურნირის გამარჯვებული უცნობი ბელარუსი მოთამაშე, Alexgirs გახდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის $920.596 დოლარი მიიღო. 

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ პოკერი ბოლოდროინდელი აღმასვლის შემდეგ დიდ ვარდნას განიცდის, ტურნირის საპრიზო ფონდი თავდაპირველ, გარანტირებულ თანხას მნიშვნელოვნად გადაცდა. 609 მოთამაშის რეგისტრაციის შემდეგ, $5 მილიონიანი პრაიზ პული $6.090.000 დოლარამდე გაიზარდა. 

ფინალურ მაგიდას მაიკლ ადამომ, დენიელ დვორესმა და მაქს სილვერმა მიაღწიეს, მაგრამ პუბლიკის მთელი ყურადღება პაბლო ბრიტოსკენ იყო მიმართული. სულ ცოტა ხნის წინ, თებერვალში, ბრაზილიელმა მოთამაშემ PartyPoker MILLIONS South America Main Event მოიგო, რომლისთვისაც $1 მილიონი დოლარი მიიღო. აპრილში მან იგივე შედეგი Irish Poker Open Main Event-ის მოგებით გაიმეორა. ამჯერად კი, ის მესამე დიდი ტიტულის წინაშე იდგა და მის მოგებამდე რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდა, მაგრამ ბელარუსი მოთამაშე შეუჩერებელი აღმოჩნდა: მან ჯერ დენიელ დვორესი გამოთიშა ტურნირს, შემდეგ - ბელგიელი პიტერ არტსი, ბოლოს კი ალექს დიფელესის სტეკი მიისაკუთრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჰედს-აპს ბელარუსი დიდი ჩიპლიდით იწყებდა. 

მისი უპირატესობა პაბლო ბრიტოს შემორჩენილ სტეკთან აშკარა იყო. ჰედს-აპის დაწყებიდან მალევე, ბრაზილიელმა სტეკი მალევე გადააბარა მოწინააღმდეგეს და მე-2 ადგილისთვის $764.942 დოლარს დასჯერდა. 

რუმები

ქართული უცხოური