ჯეისონ მერსიერმა Online WPT PLO-ზე ვიქტორ ბლომი და ლინუს ლოლიგერი დაამარცხა
PartyPoker-ზე მიმდინარე WPT-ის ონლაინ პოტ-ლიმიტ ომაჰას ტურნირი ჯეისონ მერსიერმა მოიგო, რომლისთვისაც პოკერის ამერიკელმა ვეტერანმა $279.265 დოლარი მიიღო. მისი გამარჯვებას ორი ფაქტორი აძლევს განსაკუთრებულ ეფექტს: 1. რამდენიმე წლის წინ მან ოფიციალურად დაანება თავი პროფესიონალურ პოკერს; 2. ფინალურ მაგიდაზე, მერსიერმა გამარჯვება ისეთ მოთამაშეებს შორის მოიპოვა, როგორებიც ლინუს ლოლიგერი და ვიქტორ ბლომი არიან.
ტურნირის საფასური $10.000 დოლარი იყო. 101 მონაწილის რეგისტრაციის შემდეგ, ივენთის საპრიზო ფონდი მილიონ დოლარს გადასცდა. ცნობილი მოთამაშეებიდან, ფულში შესვლა ბენ ლემმა და ნორვეგიული პოკერის ამომავალმა ვარსკვლავმა, ანდრეას ტორბერგსენმა მოახერხეს. ტორბერგსენის შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესოა: ის ონლაინ ქრაშერად ითვლება, რომელიც ძირითადად ომაჰას თამაშობს. როგორც წესი, ონლაინ გრაინდერები ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ, მაგრამ ნორვეგიელი აქტიურ კომუნიკაციაშია გულშემატკივრებთან და პოკერის მოყვარულებთან, რაც ონლაინ პოკერისთვის იშვიათი მოვლენაა.
ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე, ვინც წარსულში წლების განმავლობაში ჩრდილში რჩებოდა, ვიქტორ ბლომია. Isildur1 დიდი ხნის განმავლობაში იყო ონლაინ პოკერში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფსევდონიმი. ახლა კი, შვედმა მოთამაშემ მე-3 ადგილი მოიპოვა და $121.200 დოლარი მოიგო.