ვიქტორ ბლომი, ჯასტინ ბონომო და დენ სმიტი SHRB-ის ტურნირებს იგებენ

PartyPoker-ზე Super High Roller Bowl-ის ონლაინ სერია მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ჩაერთნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა SHRB ინტერნეტში იმართება. აქამდე, წლების განმავლობაში, სატურნირო სერიას ლას ვეგასის კაზინოები მასპინძლობდნენ. სერიის ფარგლებში 6 ახალი გამარჯვებული გამოვლინდა, საიდანაც რამდენიმე დიდი სახელი გამოიკვეთა. 

$25.000 SHRB 8-მაქსის ფინალს, 68 მონაწილიდან, დენ სმიტმა და ვიქტორ ბლომმა მიაღწიეს. გამარჯვება ამერიკელს ხვდა წილად, რომელმაც $527.000 დოლარი მოიგო. ჰედს-აპში დამარცხების შემდეგ, ბლომმა $10.300 8-მაქსზე გაიბრწყინა, სადაც ფინალურ დაპირისპირებაში კრისტოფ ვოგელსანგი დაამარცხა. ბლომის მიერ დაკავებული პირველი და მეორე ადგილების ანაზღაურებამ $213.750 და $365.500 დოლარი შეადგინა. შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით შვედი წლევანდელი სერიის ყველაზე მომგებიანი მოთამაშეა.საერთო ჯამში, წლევანდელ Super High Roller Bowl-ზე, ვიქტორ ბლომმა $899.875 დოლარი მოიგო. იგივე ტურნირში, დენ სმიტმა მე-8 ადგილი დაიკავა. 

სერიის საუკეთესო ანაზღაურება ჯასატინ ბონომომ მიიღო, რომელმაც $25.000 SHRB 6-მაქსი მოიგო, $622.634 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. მის ფინალურ მაგიდაზე ისეთი მოთამაშეები მოხვდნენ, როგორებიც ალი იმსიროვიჩი და მატიას აიბინგერი არიან. 

რუმები

ქართული უცხოური