ჯასტინ ბონომომ SHRB-ის მეინ ივენთი მესამედ მოიგო
ჯასტინ ბონომომ PartyPoker-ზე გამართული Super High Roller Bowl მოიგო და პირველი მოთამაშე გახდა, ვინც სატურნირო სერიის მეინ ივენთის მოგება 3-ჯერ მოახერხა. წინა ორი გამარჯვებისთვის, ბონომომ $4.800.000 და $5.000.000 დოლარი მიიღო. 50 მონაწილიანი ფილდიდან, ბონომოს მთავარი მეტოქე მაიკლ ადამო იყო, რომელმაც მაყურებლების გულის მოგება აგრესიული და გამბედავი თამაშით შეძლო.
ტურნირის უკანასკნელი დღის ჩიპლიდერი ალი იმსიროვიჩი იყო, მაგრამ ის ფინალური მაგიდის შევსებამდე, მე-9 ადგილიდან გამოეთიშა თამაშს. ღონისძიების 'ბაბლიდან' ორფენ კისაჩიკოღლუ გამოვარდა, რის შემდეგაც ექვსნიშნა ანაზღაურებები იწყებოდა. ფინალური მაგიდა მძიმე ლაინ-აფით დაკომპლექტდა, რაც თამაშზეც აისახა: გარკვეულ მომენტებში, 6 მოთამაშიდან, ჩიპლიდერის სტატუსს თანაბრად 4 მოთამაშე ინაწილებდა.
ფინალური ჰედს-აპი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დაპირისპირება აღმოჩნდა სერიის ისტორიაში. მაიკლ ადამო არამხოლოდ მძიმე შეტევებს ახორციელებდა მოწინააღმდეგეზე, არამედ დაბალი წყვილით მომენტალურ, სწორ ქოლებს აკეთებდა, რაც გაცილებით რთული ამოცანაა, ვიდრე შეტევის მიტანა. ავსტრალიელის შესანიშნავი თამაშის პარალელურად, უნდა აღინიშნოს ჯასტინ ბონომოს ჩახლართული მანევრებიც: ერთ-ერთ ეპიზოდში, ბანკის ექვსმაგი ოდენობის ბეთის წყალობით, მან ადამოს ტრიპსი გადააყრევინა, რამაც ტურნირის კომენტატორის - ნიკ შულმანის აღტაცება გამოიწვია. ჰედს-აპი 2 საათის განმავლობაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. როცა მოთამაშეებს, დაახლოებით, 50-50 ბიგ ბლაინდი ჰქონდათ დარჩენილი, ჯასტინ ბონომომ K5-ით ოლინი გააკეთა, რასაც QQ-ით მაიკლ ადამოს მომენტალური ქოლი მოჰყვა. ფლოპზე ამერიკელმა ორი K მიიღო და ტურნირი ტრიპსით მოიგო.
ფინალური მაგიდის პოზიციები ასე გადანაწილდა:
ადგილი | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | ჯასტინ ბონომო | აშშ | $1.775.000 |
2 | მაიკლ ადამო | ავსტრალია | $1.187.500 |
3 | დევიდ პიტერსი | აშშ | $762.500 |
4 | პაული აირასი | ფინეთი | $487.500 |
5 | დენ შეკი | აშშ | $325.500 |
6 | ლინუს ლოლიგერი | შვეიცარია | $250.000 |
7 | სემ გრინვუდი | კანადა | $212.500 |