Choker - ჭადრაკისა და პოკერის ახალი ნაზავი
გუშინ, ბილ პერკინსმა Choker-ის ნახევარფინალი ალექსანდრა ბოტეზთან დათმო. წინა რაუნდში, რომელიც გასულ თვეში შედგა, პერკინსმა ჯეიმი სტეპლსის ძმა, მეთ სტეპლსი დაამარცხა და პოზიციები გაიმყარა. პოკერში მან სახელის გათქმა უკვე შეძლო - ძირითადად, ძვირადღირებული ქეშ-გეიმების წყალობით. იმ ენთუზიასმის გათვალისწინებით, რაც პერკინსმა ტრადიციულ პოკერში აჩვენა, ყველა ფიქრობდა, რომ მისი დაინტერესება ჩოკერით კვლავ წარმატებული გამოდგებოდა.
კი მაგრამ, რა არის ჩოკერი? Choker ახალი სამაგიდო თამაშია, რომელიც ჭადრაკსა და პოკერს აერთიანებს. სახელიც აქედან გამომდინარეობს: Chess და Poker, ანუ Choker. თამაშს ასეთი წესები აქვს:
- მოთამაშეებს 5 კარტი ურიგდებათ, 44 კარტიანი დასტიდან. თითოეულ კარტზე ჭადრაკის ფიგურაა გამოსახული
- ვაჭრობის რაუნდები 2, 4 და 5 კარტის დარიგებას გულისხმობს
- ვაჭრობის რაუნდები ისე მიმდინარეობს, როგორც ტრადიციულ პოკერში - ბეთ/ჩექ/ფოლდ :
- მოთამაშეებს საშუალება აქვთ დადონ ფსონი, აირჩიონ ჩექი ან გადაყარონ კარტი
- სავაჭრო რაუნდის დასრულების შემდეგ, მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ, დაფაზე ჭადრაკის ფიგურები მათი სურვილისამებრ განათავსონ
- ფიგურების განთავსების შემდეგ, მოწინააღმდეგეები ტრადიციულ საჭადრაკო ბრძოლაში ერთვებიან
პერკინსსა და ბოტეზს შორის გამართულ შეხვედრაში, ბიზნესმენს მოგების ყველანაირი შანსი ჰქონდა: მას კარტიც ხელს უწყობდა, პოზიციაც და დროც, მაგრამ მომგებიანი კომბინაციის დალაგება, ანუ მოწინააღმდეგის მიერ შექმნილი სიტუაციიდან თავის დაღწევა ვერ შეძლო და ანგარიშიც 1-0 გახდა, კანადელის სასარგებლოდ. დროთა განმავლობაში, პერკინსმა შემდეგი 2 თამაშიც დათმო და გამარჯვება ალექსანდრა ბოტეზს დარჩა. სრული დაპირისპირების ნახვა ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.