დენიელ ნეგრანუს $1 მილიონიანი სანაძლეო

ცოტა ხნის წინ, დენიელ ნეგრანუმ თავისი მოსაზრებები გამოთქვა WSOP-ის ბედთან დაკავშირებით. გარკვეული ვარაუდების მიუხედავად, მან არ ისურვა ფსონის გაკეთება საზაფხულო სერიების ჩატარების შესაძლებლობაზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კანადელი სუპერვარსკვლავი გემბლინგის ხასიათზე არაა. 

გასულ კვირას, 7 ოქროს სამაჯურის მფლობელმა ახალი სანაძლეო პირობები გამოაქვეყნა: "მივიღებ 2.5-1-თან შემოთავაზებებს, რომ 2020 წელს სამაჯურს მოვიგებ. სულერთია, იქნება ეს WSOP.com-ზე გამართული სერია, GGPoker-ზე დაგეგმილი ტურნირები, თუ ლაივ ღონისძიება. ონლაინ ფილდთან გამკლავება კიდევ უფრო რთული იქნება. მზად ვარ, ფსონი $1.000.000-მდე გავზარდო."

დენიელ ნეგრანუს ოქროს სამაჯური 2013 წლის შემდეგ არ მოუგია. როგორც ჩანს, დამატებითი მოტივაციის მისაღებად, ის მზადაა, რომ $1 მილიონ დოლარამდე სანაძლეო ხელშეკრულება გააფორმოს. თითოეულ მსურველს $100.000 დოლარიანი ლიმიტი ექნება. მან კონორ დრინანის და ალი იმსიროვიჩის შემოთავაზებები უკვე მიიღო, რაზეც კანადელმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა. 

გარდა ამისა, ნეგრანუს მეორე სანაძლეოც აქვს, რომელიც გაცილებით მეტად შეიცავს შეჯიბრის ელემენტებს: თუ მისი მოწინააღმდეგე სამაჯურს მოიგებს, ხოლო თავად უსამაჯუროდ დარჩება - ნეგრანუ მეტოქეს ფულს გადაუხდის. თუ ორივე მოთამაშე შეძლებს სამაჯურის მოგებას, ან თუ სერიებს ორივე ხელცარიელი დაასრულებს - სანაძლეო გაუქმებული იქნება. 

 

რუმები

ქართული უცხოური