მაიკ მატუსოუმ სამედიცინო ნიღბის ტარება აბორტს შეადარა

ათწლეულების წინ, თავის არაადეკვატური, გამაღიზიანებელი და პროვოკაციული კომენტარების გამო, მაიკ მატუსოუს ზედმეტსახელი მოუფიქრეს - The Mouth. WSOP-ის 4 ოქროს სამაჯურის მფლობელი, თავის ნიკნეიმს დღემდე ამართლებს. 

25 ივნისს, მატუსოუმ, ფეისბუქის პირად გვერდზე, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლას ვეგასის კაზინოებში დადგენილი წესი, რომელიც სტუმრებს სამედიცინო ნიღბის ტარებას ავალდებულებს, აბორტს შეადარა: "რა მოუვიდა სლოგანს 'ჩემი სხეული ჩემი არჩევანია'? ის მშვენივრად ერგებოდა აბორტს, მაგრამ ნიღბის ტარებაზე, რატომღაც, აღარ ვრცელდება. რატომ? იმიტომ რომ რადიკალი მემარცხენეები ფარისევლები არიან! მოდი, სისოლაკ, დამიჭერე! ნიღაბს არ მიკეთია."

ვერ ვიტყვით, რომ მატუსოუს პოსტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ The Mouth კვლავ არ გაჩერდა და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება განაგრძო: "ყველა, ვინც მე არ მეთანხმებით, CNN-ისა და MSNBC-ის მაყურებლები ხართ". მისი გამომწერებისა და გულშემატკივრების უმეტესობა არამხოლოდ გააღიზიანა მატუსოუს განცხადებებმა, არამედ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კითხვის ნიშნები გააჩინა.

საქმე იმაშია, რომ მოთამაშეთა უსაფრთხოებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ნევადის შტატის გუბერნატორმა, სტივ სისოლაკმა კაზინოებს მოუწოდა, მათი სტუმრებისთვის სამედიცინო ნიღბის ტარება სავალდებულო გაეხადათ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ამერიკული ფასეულობა საკუთარ სხეულსა და ცხოვრებაზე სრული კონტროლი და პასუხისმგებლობაა, მაგრამ ნიღბის ტარება უამრავ დაწესებულებაში სავალდებულო ხდება, რადგან საქმე სხვის უსაფრთხოებას ეხება და არა მხოლოდ საკუთარ სხეულს. "არ ვიცი, როდის შემდეგ გახდა მეზობლებისა და გარშემომყოფების მოფრთხილება და დაცვა პოლიტიკური, პარტიზანული, ან ფილოსოფიური საკითხი, - წერს თავის განცხადებაში სტივ სისოლაკი, - ეს, უბრალოდ, სამედიცინო აუცილებლობა, ადამიანის მოვალეობა და ბიზნესითვის წარმატების მომტანია. ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ სამედიცინო ნიღბის ტარება ვირუსის გადაცემის ალბათობას მკვეთრად ამცირებს. ვინც ამ აზრს ეწინააღმდეგება, რეალობასაა მოწყვეტილი."

რუმები

ქართული უცხოური