WSOP 2020 GGPoker-ზე 19 ივლისს დაიწყება
უკვე ოფიციალურად: 2020 წლის WSOP 19 ივლისს დაიწყება და მისი მასპინძელი ონლაინ პლატფორმა, GGPoker იქნება. კაზინოებიდან სერიის ონლაინ სივრცეში გადატანის შესახებ გადაწყვეტილება WSOP-ის ადმინისტრაციამ მიიღო, მოთამაშეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ GGPoker ამერიკის ტერიტორიაზე არ ოპერირებს. WSOP-ის ფესტივალი კი ამერიკელების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ამიტომაც, სერიის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ ტურნირების ნაწილი WSOP-ის საიტზე ჩატარებულიყო. შედეგად, ვგებულობთ, რომ წლევანდელ WSOP-ზე 85 სამაჯური გათამაშდება, საიდანაც 54-ის მოგება GGPoker-ზე იქნება შესაძლებელი.
"WSOP-ის გარეშე ზაფხული ვერ ჩაივლიდა, - თქვა WSOP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თაი სტუარტმა, - სანამ ჩვენ პანდემიასთან დაკავშირებულ მოვლენებს ოპტიმისტურად ვუყურებთ და ლაივ ტურნირების ხელშეწყობას ვცდილობთ, გადავწყვიტეთ, რომ ისტორია შეგვექმნა და წლევანდელი სერია ინტერნეტ სივრცეში ჩაგვეტარებინა."
რა თქმა უნდა, მაყურებლებისთვის ონლაინ სერია საუკეთესო გასართობად ვერ გამოდგება, მაგრამ უნდა აღინიშნოს მისი დადებითი მხარეც: WSOP-ში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ მოთამაშეებს მიეცათ, ვისაც ტურნირის ბაი-ინზე ფული ჰყოფნიდა, მაგრამ დამატებითი ფინანსების არქონის გამო, ამერიკაში მოგზაურობას ვერ ახერხებდა. ყველაზე იაფიანი ტურნირი სულ რაღაც $50 დოლარი ეღირება. რაც შეეხება თავად 2020 წლის მეინ ივენთს: ის 16 აგვისტოს აიღებს სტარტს და მისი ბაი-ინი $5.000 დოლარი, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი $25.000.000 დოლარი იქნება.