Vice-ის ჟურნალისტმა ონლაინ პოკერის ბოტის გამოყენება აღიარა
Vice Media-ის ჟურნალისტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის Bet365-ზე სპეციალურ აპლიკაციას იყენებდა, რომელიც მის მაგივრად თამაშობდა და რომლის წყალობითაც მან £1 ფუნტიანი ინვესტიცია £220 ფუნტად აქცია: "ვფიქრობდი, რომ იზოლაციის პერიოდს სახლში გავატარებდი და პოკერს ვისწავლიდი. აღმოვაჩინე, რომ თამაში საერთოდ არ გამომდის და ის საოცრად მოსაწყენია. ამიტომაც, ბოტი გამოვიყენე, რომელმაც £200 ფუნტიანი პროფიტიც მომიტანა."
Vice-ის ჟურნალისტები შემჩნეულები არიან, რომ საკუთარ თავებს სხვებზე უპირატესად მიიჩნევენ - ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ჰეიდენ ვერნონმა ღიად მოუწოდა მოთამაშეებს დაერღვიათ პოკერ-რუმების მოხმარების წესები, რამაც შესაძლოა მათი ბანკროლის კონფისკაცია გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, მისი ტვიტერის პოსტმა პოკერის გულშემატკივრებისა და მოთამაშეების რისხვა დაიმსახურა. მაგრამ ვერნონს ამაზე პრობლემა არ აქვს.
როგორც ის ყვება, აპლიკაცია საკმაოდ ადვილი გამოსაყენებელია და თავდაპირველად მან ქეშ-გეიმებს შეუტია. BonusBots-ის ადმინისტრატორმა, რომელსაც ის იგორად მოიხსენიებს, ვერნონს შესთავაზა, რომ ქეშ-გეიმებიდან ტურნირებზე გადართულიყო, რადგან მოგების შანსი იქ გაცილებით დიდი იქნებოდა. სამწუხაროდ, მისმა სტრატეგიამ გაამართლა: "ტურნირებზე გადასვლის შემდეგ, რამდენიმე დარიგება მოვიგე. უცებ, აღმოჩნდა, რომ მე-5 პოზიციაზე ვარ. შემდეგ იყო მე-3 და ბოლოს ორნი დავრჩით ერთმანეთის პირისპირ. ბოლოს კი, პირველი ადგილისთვის დაწესებული ჯილდო, £220 ფუნტი მივიღე."
რა თქმა უნდა, პოკერ-რუმები ბოტებს მკაცრად აკონტროლებენ, მაგრამ თითოეულ პლატფორმას განსხვავებული დაცვის სისტემა უყენია. შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, რასაც ხშირად ბოტს ვეძახით, მოთამაშის ექაუნთი იბლოკება და მისი ბანკროლი სრულ კონფისკაციას ექვემდებარება. ჯერჯერობით უცნობია, რა სანქცია დაუწესდა ჰეიდენ ვერნონს.