სლოტ მანქანის მოტყუება - მითი თუ რეალობა?
რამდენად შესაძლებელია სლოტ მანქანის მოტყუება? პასუხი რომ ამ კითხვაზე მარტივი იყოს, გარშემო გაცილებით მეტი მილიონერი იქნებოდა, ვიდრე დღეს ვიცით. როგორც წესი, კაზინოს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი მანქანები უშეცდომოდ მუშაობენ და რომ მათი მოტყუება შეუძლებელია, მაგრამ ნებისმიერ კარს მოეძებნება გასაღები.
როცა სლოტ მანქანებზე ვლაპარაკობთ, ხაზი უნდა გავუსვათ მათ ორ თაობას. პირველი თაობის სლოტების მოტყუება მექანიკური მეთოდებით იყო შესაძლებელი: მოთამაშეები რკინის ფულს მაგარ ძაფს აბამდნენ. ხურდის ჩაგდებისა და მანქანის 'ჩახმახის' გამოკვრის შემდეგ, ისინი ფულს უკან ამოიღებდნენ. ასეთი მეთოდი მათ საშუალებას აძლევდათ, ნებისმიერი რაოდენობის დატრიალება ეთამაშათ, მაგრამ მანქანები განვითარდნენ და მსგავსი ხრიკები საკმარისი აღარ იყო. ასევე, ფართო გამოყენება ჰპოვა მაგნიტმა, რომელიც სლოტ მანქანის ბრუნვის სიჩქარეს აკონტროლებდა და მოგების ალბათობას მკვეთრად ზრდიდა, მაგრამ, ძაფზე გამობმული ხურდის მსგავსად, ისიც მოძველებულ მეთოდად ითვლება.
მანქანების გაციფრულებამ მათი მოტყუების მეთოდების განვითარება გამოიწვია. ყველაზე ცნობილი მეთოდი 'მაიმუნის თათი' იყო: გიტარის სიმზე გამობმული რკინის წვრილი ჯოხი, რომელიც მანქანაში ვენტილაციისთვის განკუთვნილი ჭრილიდან შედიოდა და ისევ მექანიკური ზემოქმედებით და ფიზიკური შეხებით, ჯეკპოტის გათამაშებას იწვევდა. რა თქმა უნდა, ჰაკერები აქტიურად ჩაერთვნენ თანამედროვე RNG-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ციფრული ომების პირველი ნიშანი იყო.
RNG-ის მოტყუება და 'მაიმუნის თათის' გამოყენება ტომი გლენ ქარმაიკლს თითქმის 40 წლის განმავლობაში გამოსდიოდა. მან ხანგრძლივი სასჯელი მოიხადა ნევადის შტატის ციხეში, საიდან გამოსვლის შემდეგაც, ის ნევადის შტატის სათამაშო კომისიაში მუშაობდა - ამჯერად, 'კარგი ბიჭების' მხარეს. ის კაზინოების უსაფრთხოების სამსახურებს თავის ცოდნას უზიარებდა, რაც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის იყო საჭირო.
კიდევ ერთი თაღლითი, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ატყუებდა სლოტ მანქანებს, რონალდ დეილ ჰარისი იყო. ის თავიდანვე ნევადის სათამაშო კომისიაში მუშაობდა და შეხება ჰქონდა სლოტ მანქანების უსაფრთხოების კოდებთან, რასაც მის სასარგებლოდ იყენებდა. 1995 წელს, ის ნიუ ჯერსიში დაიჭირეს, როცა ვიდეო კენოში $100.000 დოლარი მოიგო.
რა თქმა უნდა, RNG - შემთხვევითი რიცხვების გენერატორი ჰაკერების პირველი სამიზნე იყო. ონლაინ სლოტ-რუმები ხშირად ამტკიცებენ, რომ ისინი ავთენტურ RNG-ის მანქანებს იყენებენ. სინამდვილეში, ძვირი ფასის გამო, ისინი ხშირად Pseudo RNG-ის მანქანებს ყიდულობენ, რაც RNG-ისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება: RNG მანქანები, რომლებსაც პოკერ-რუმებიც იყენებენ, რიცხვებს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით იძლევა, როგორებიცაა ქარის სიჩქარე, რომელიმე მოთამაშის მაუსის მოძრაობა, ტემპერატურა, ელექტრომაგნიტური სიხშირეები და ა.შ. მათი წინასაწარი განსაზღვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან გასათვალისწინებელია მილიონობით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფაქტორი, რომლის განსაზღვრასაც ვერცერთი ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებს. Pseudo RNG მანქანები კი შემთხვევითი რიცხვების მხოლოდ ილუზიას ქმნიან. ისინი წინასწარ განსაზღვრული სქემით იძლევიან რიცხვებს, რომელთა გამოთვლა რთულია, მაგრამ - არა შეუძლებელი.
2009 წელს, პრემიერ მინისტრის პოსტზე მყოფმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ლაივ კაზინოების აკრძალვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ადგილობრივ კაზინოებს სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა თავიანთი ინვენტარის გაყიდვა, რომელიც მათ დანაკარგის ამოღების საშუალებას მისცემდა. რამდენიმე სლოტ მანქანა სანქტ პეტერბურგელი მოთამაშეების გუნდმა იყიდა, რომლებიც არაერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ მანქანების შესაძლებლობებს. 2014 წელს, სენტ ლუისში მდებარე Lumiere Place Casino-ში უცნაური რამ შენიშნეს: Pseudo RNG-ის მანქანებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული რა მოგება უნდა გასცეს კაზინომ. შესაბამისად, მისი კონტროლი ადვილია. 2 დღის მანძილზე კაზინოს წარმომადგენლებმა ძალიან დიდი აქტივობა შეამჩნიეს, რომლის განმავლობაშიც მანქანებმა იმაზე გაცილებით დიდი მოგება გასცეს, ვიდრე ელოდებოდნენ. სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებზე ჩანდა 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც სლოტ მანქანასთან ჯდებოდა, ტელეფონით ვიდეოს უღებდა, შემდეგ სხვაგან მიდიოდა, მანქანასთან რამდენიმე წუთის შემდეგ ბრუნდებოდა და დიდ თანხას იგებდა. 37 წლის მამაკაცი რუსი მურატ ბლიევი აღმოჩნდა, რომელიც თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდა. აი რა გაირკვა გამოძიებით:
- მოთამაშე 20-მდე დატრიალებას თამაშობდა, რომელსაც ტელეფონით იღებდა
- გადაღებულ ვიდეოს ის თანამზრახველებს უგზავნიდა, რომლებიც ტექნიკოსები, ინჟინრები და პროგრამისტები იყვნენ
- გუნდი Pseudo RNG-ის ანალიზს აკეთებდა, დროებს ინიშნავდა და მონაცემებს უკან, კაზინოში მყოფ მოთამაშეს უბრუნებდა
- მიღებული ინფორმაცია ტელეფონში ჩაწერილ სპეციალურ პროგრამაში გადიოდა
- მომგებიანი სპინისთვის ღილაკის დაჭერამდე ერთი წამით ადრე, ტელეფონი ვიბრირებას იწყებდა, რაც მოთამაშისთვის ნიშანი იყო
2011 წელს, იგივე სცენარი ევროპის არაერთ კაზინოში იქნა აღწერილი. პეტერბურგის გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში იყენებდა მეთოდს, რომელიც მათ დაშლილი სლოტ აპარატების მეშვეობით მიიღეს.
პასუხი კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა სლოტ მანქანის მოტყუება? - ერთგვაროვანი არაა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის RNG-ის დაჰაკვა წარმოუდგენლად რთულია და მას ერთი ადამიანი ვერ შეძლებს, მაგრამ კრიმინალთა ჯგუფი, რომელიც მრავალი პროფესიის ადამიანს აერთიანებს, მსგავსი ბიზნესისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ მანქანის მოტყუება შესაძლებელი, მაგრამ წარმოუდგენლად რთულია.