WSOP 2020: გამოვლენილია ოქროს სამაჯურის 3 ახალი მფლობელი

რამდენიმე დღის წინ, ხმაურიანი ცერემონიებისა და ლას ვეგასისთვის დამახასიათებელი პომპეზური გახსნების გარეშე, 2020 წლის WSOP-მა აიღო სტარტი. ზაფხულის სატურნირო სერიის პირველი გამარჯვებული ჯონათან დოკლერი გახდა. მან 1.195 მოთამაშიანი ტურნირი მოიგო, რომელზეც 520 რე-ბაი გაკეთდა. გარდა იმისა, რომ ეს წლევანდელი WSOP-ის პირველი ღონისძიება იყო, ტურნირმა ფილ ჰელმუტის გამო მიიპყრო ყურადღება, რომელმაც საკმაოდ ღრმად მოახერხა ფულში შესვლა და მე-16 ადგილი დაიკავა. მას ცოტა აკლდა გამარჯვების მოპოვებამდე: ტურნირზე ორი მაგიდა იყო დარჩენილი, როცა ჰელმუტმა ჩიპლიდი მოიპოვა. WSOP-ის რეკორდსმენის გამოვარდნა, შეიძლება, უიღბლოდ დარიგებულ კარტს დავაბრალოთ, რომლის გამოც ჰელმუტმა ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ტურნირის მოგებამდე, ჯონათან დოკლერის ანგარიშზე იანვარში მოგებული Borgata Winter Poker Open-ის $5.100 დოლარიანი ივენთის პირველი ადგილი იყო, რომლისთვისაც მან $100.829 დოლარი მიიღო. ამჯერად, მისმა ანაზღაურებამ $130.426 დოლარი შეადგინა. 

სერიების მე-2 სამაჯური ლუი PokeThis ლინჩმა მოიგო. $1.000 დოლარიან 8-max Deepstack-ზე, მან, პირდაპირი გაგებით, კორონავირუსი დაამარცხა. მისი ფინალური მეტოქე, რაიან Kovid19 კო იყო. ამჯერადაც, ტურნირზე ფილ ჰელმუტის სახელმა გაიბრწყინა, რომელსაც კომპანიონობას დენიელ ნეგრანუ უწევდა. Kovid19-ის დამარცხებისთვის, ლუი ლინჩმა $168.586 დოლარი მიიღო. 

რაც შეეხება წლევანდელი WSOP-ის მე-3 გამარჯვებულს: ის რობერტ bustinballs კუნი იყო, რომელმაც ურთულესი, 1.450 მონაწილიანი ლაინ-აფის დამარცხება შეძლო. ტურნირზე 641 რე-ბაი გაკეთდა, რაც მისი გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ამცირებდა. პირველი ადგილისთვის დაწესებული $115.850 დოლარისთვის ბრძოლაში, კუნმა რონალდ rlksaces კარენი დაამარცხა და კარიერაში პირველი ოქროს სამაჯურის მფლობელი გახდა. ღონისძიების მე-8 ადგილი ქართული წარმოშობის ებრაელმა მოთამაშემ, როლანდ prngls12 ისრაელიშვილმა დაიკავა. მისმა ანაზღაურებამ $12.345 დოლარი შეადგინა. 

რუმები

ქართული უცხოური