ავტოსადგომიდან მოგებული $160.000
სანამ ფილ ჰელმუტი და დენიელ ნეგრანუ ფეშენებელური სახლებიდან და ლას ვეგასის ძვირადღირებული სასტუმროებიდან ცდილობენ ონლაინ WSOP-ზე შედეგის ჩვენებას, პოკერის ვლოგერმა, რაიან დეპოლომ სუპერმარკეტ Whole Foods-ის ავტოსადგომიდან $159.563 დოლარი და ოქროს საჯური მოიგო.
Big 500 ტურნირზე 2.427 მოთამაშე დარეგისტრირდა და 803 რე-ბაი გაკეთდა. სახელიდანაც აშკარაა, რომ ტურნირის ღირებულება მხოლოდ $500 დოლარი იყო. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ როცა ტურნირზე 9 მოთამაშე დარჩა, რაიან დეპოლო სუპერმარკეტში აღმოჩნდა. მას ისღა დარჩენოდა, რომ თამაში საკუთარი მანქანიდან გაეგრძელებინა.
დენიელ ნეგრანუმ, ამჯერადაც, ფულში შესვლა მოახერხა და 205-ე ადგილზე გავიდა. მიმდინარე WSOP-ზე, ეს ნეგრანუს მე-5 ანაზღაურებაა. კიდევ ერთი დიდი სახელი მაქს პესკატორი იყო, რომელიც 108-ე ადგილზე გავიდა.
8 მოწინააღმდეგიდან, 3 თავად დეპოლომ ჩამოიშორა გზიდან. მისი მთავარი მეტოქე ჯეკ სოლტერი იყო, რომელიც QQ-ით AJ-ის წინააღმდეგ დაამარცხა.