WSOP-ის 2015 წლის ჩემპიონმა მე-3 სამაჯური მოიგო

2020 წლის WSOP-ის ონლაინ ტურნირზე მე-14 ივენთი გაიმართა, რომელმაც 368 მოთამაშე მიიზიდა. ბაი-ინი $3.200 დოლარს შეადგენდა, თუმცა, ამას მოთამაშეებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ დამატებით 128 რე-ბაი განეხორციელებინათ. 14 საათიანი თამაშის შემდეგ, $352.985 დოლარიანი ჯილდოსა და პირველი ადგილის მფლობელი 2015 წლის WSOP მეინ ივენთის ჩემპიონი, ჯო მაკკიენი გახდა. 

5 წლის წინ, WSOP-ის მთავარ ღონისძიებაზე, 6.420 მოთამაშეს შორის გამარჯვების მოპოვებით, ჯო მაკკიენმა საკუთარი სახელი პოკერის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა. მაშინდელი გამარჯვება ამერიკელმა მოთამაშემ $7.683.346 დოლარით აღნიშნა. მას შემდეგ, მაკკიენმა კიდევ ერთი ოქროს სამაჯური მოიგო. სხვა ჩემპიონებისგან განსხვავებით, მაკკიენის თამაშში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. წელს კი, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი მოთამაშეა, რომელსაც არა ერთდჯერადი მოგება, არამედ თავად პოკერი აინტერესებს. 

უკანასკნელ ტურნირზე, მაკკიენის თამაში საკმაოდ მშვიდი, მაგრამ დამაჯერებელი იყო. ფინალურ მაგიდაზე, უკანასკნელი მეტოქის გარდა, რომელსაც ის ჰედს-აპში დაუპირისპირდა, მას თამაშიდან არავინ გაუგდია. აღსანიშნავია, რომ მე-3 ადგილი ქართული წარმოშობის ებრაელმა მოთამაშემ, როლანდ ისრაელიშვილმა დაიკავა, ხოლო ტურნირის 'ბაბლი' ლეგენდარული მოთამაშე და პოკერის ანტი-გმირი, კრის ფერგიუსონი იყო. 

რუმები

ქართული უცხოური