15 წლის წინ დოილ ბრანსონმა უკანასკნელი სამაჯური მოიგო
2005 წელს, დოილ ბრანსონი ჯერ კიდევ პოკერის ერთ-ერთი მეფე იყო. ჯერ კიდევ, რადგან მისი ტახდიდან ჩამოგდება ვერავინ შეძლო და ერთ-ერთი, რადგან ის და ჯონი ჩენი თანაბარი რაოდენობის სამაჯურებს ფლობდნენ. 2005 წლის WSOP-ზე კი, სერიის მიწურულს, ჩენმა მე-10 ოქროს სამაჯური მოიგო, რაც ყველამ ბრანსონის დასასრულად ჩათვალა.
მის დაღმასვლას ის ფაქტიც უსვამდა ხაზს, რომ ბოლო წლებში, დოილ ბრანსონს არათუ ტურნირი არ ჰქონდა მოგებული, არამედ ფულში შესვლასაც კი ვერ ახერხებდა. ამას ისიც დაერთო, რომ პოკერის ლეგენდა მთლიანად ქეშ-გეიმებზე გადაერთო და ტურნირების მიმართ საგრძნობლად გულგრილი გახდა.
დოილ ბრანსონს საოცარი იღბალი აქვს. ის არაერთხელ გამხდარა შეიარაღებული ყაჩაღობისა და თავდასხმის მსხვერპლი. ბოლოს და ბოლოს, მას სიმსივნე ჰყავს დამარცხებული! 2005 წელსაც, როცა მის გამარჯვებას არავინ ელოდა, 31-ე ივენთზე, $5.000 დოლარაიან ულიმიტო ჰოლდემის ტურნირზე, 301 მოთამაშეს შორის, ბრანსონმა მე-10 ოქროს სამაჯური და $367.800 დოლარი მოიგო.
'ტეხასელი დოლი', როგორც მას მეგობრები ეძახიან, დიდი პოკერიდან 2018 წელს წავიდა. მისი უკანასკნელი ტურნირი $10.000 დოლარიანი 2-7 სინგლ დრო იყო, რომელზეც მან 36-ე ადგილი დაიკავა. მისი პირველი ოქროს სამაჯური 1976 წლით თარიღდება. მაშინდელმა ანაზღაურებამ სულ რაღაც $90.000 დოლარი შეადგინა. დოილ ბრანსონის ქონება $75.000.000 დოლარამდეა შეფასებული. მან მონაწილეობა მიიღო პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდ ქეშ-გეიმში, რომლის ბლაინდებიც $25.000/$50.000 იყო. ის, პერიოდულად, კაზინო 'ბელაჯიოში' პრივატულ თამაშებს ესწრება, მაგრამ ტურნირებში მონაწილეობის მიღებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.