ესფანდიარი ჰელმუტის წინააღმდეგ - ახალი შოუ PokerGo-ზე
30 ივლისიდან, PokerGo ახალ შოუს იწყებს, სახელად - High Stakes Duel. გადაცემა ცნობილ მოთამაშეებს შორის მრავალი წლის განმავლობაში არსებულ დაპირისპირებას გააცოცხლებს და მათ ერთმანეთის პირისპირ, სათამაშო მაგიდასთან დასვამს. პირველი წყვილი, ვინც ერთმანეთს შეხვდება, ძველი 'მტრები' და დიდი ხნის მეგობრები, ანტონიო ესფანდიარი და ფილ ჰელმუტი არიან.
"უკვე მე-10 წელია, რაც ფილს ჰედს-აპ მატჩს ვთავაზობ, რომლის გამარჯვებულიც დამარცხებულს ელექტროშოკით დასჯის, - ყვება ესფანდიარი, - მასთან სატელევიზიო ჰედს-აპი დიდი ხნის ოცნებაა. ის რომ გამარჯვებულმა, სულ მცირე, გაორმაგებული თანხა მოიგოს, ან უფულოდ წავიდეს, არაჩვეულებრივი იდეაა."
ანტონიო ესფანდიარის რეპლიკას ფილ ჰელმუტი გამოეხმაურა: "მე და ანტონიოს დიდი ხნის ისტორია გვაქვს. ის ახალგაზრდა კაცი იყო, როცა ჩემს სამყაროში მოვიდა. მას შემდეგ, არაერთხელ მთხოვა ჰედს-აპის თამაში. ამ დაპირისპირებას მოუთმენლად ველი!"
მატჩს უნიკალური ფორმატი აქვს: პირველი რაუნდისთვის მოთამაშეები $50.000 დოლარს გადაიხდიან. მე-2 რაუნდი მანამ არ დაიწყება, სანამ პირველი რაუნდის დამარცხებული საბოლოოდ არ დანებდება. მას რემატჩის მოთხოვნის უფლება აქვს, რისთვისაც კიდევ $50.000 დოლარი უნდა გადაიხადოს. პარალელურად, იგივე პირველი რაუნდი სხვა მოთამაშეებს შორისაც მიმდინარეობს. ყოველ შემდგომ რაუნდში, ფსონები ორმაგდება. შესაძლოა, მე-8 რაუნდისთვის, საპრიზო თანხამ $12.800.000 დოლარს მიაღწიოს. საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, მოთამაშემ მე-6 რაუნდამდე 3 მატჩი ზედიზედ უნდა მოიგოს.