კრისტენ ბიკნელმა WSOP-ის მე-3 სამაჯური მოიგო
ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე ქალმა, კრისტენ ბიკნელმა WSOP-ის მე-3 ოქროს სამაჯური მოიგო. კანადელმა პროფესიონალმა 2020 წლის WSOP-ის $2.500-იანი ონლაინ ტურნირი მოიგო, რომლისთვისაც $356.412 დოლარი მიიღო.
ტურნირის საპრიზო ფონდი $2.118.500 დოლარი იყო. მან 892 მოთამაშის დაინტერესება გამოიწვია, რომელთა შორისაც არაერთ ცნობილ სახელს ნახავდით. აქ იყვნენ მაიკ მაკდონალდი, ჩენს კორნუთი, მარტინ ჯეიკობსონი... თამაშს ჰოლივუდის ვარსვკლავი, ბენ აფლეკიც კი დაესწრო. სამწუხაროდ, ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია ფინალურ მაგიდას.
იმ დროს, როცა საპრიზო ანაზღაურებამ დიდ თანხებს მიაღწია, როცა მოთამაშეები $100.000 დოლარზე მეტს ღებულობდნენ, ბლაინდები ისე გაიზარდა, რომ მშვიდი თამაშისა და კარტის ლოდინის დრო დარჩენილი აღარ იყო. ტურნირის მთავარ ანაზღაურებამდე, ბიკნელთან ერთად, ბრაზილიელმა ბელარმინო დე სუზამაც მიაღწია. ფინალური ჰედს-აპის დაწყების მომენტისთვის, მისი უპირატესობა ბიკნელთან შედარებით 5:2 იყო.
მდგომარეობა მაშინ შეიცვალა, როცა ბიკნელმა დე სუზას დიდი ბლეფი გამოიცნო და მისი სტეკის დიდი ნაწილი მიისაკუთრა. ამის შემდეგ, K25 ფლოპზე, ბიკნელმა Q5-ით, ხოლო დე სუზამ K9-ით ბორდის ნაწილი მიიღეს. თერნი ბიკნელისთვის დაიდო: 5. რივერზე ამოსულმა J-მა სიტუაცია ვეღარ შეცვალა. მე-2 ადგილისთვის, ბრაზილიელ მოთამაშეს $261.249 დოლარი ხვდა წილად.