WSOP 2020: დევიდ პიტერსი რიგით მე-2 სამაჯურს იგებს

დევიდ პიტერსი, Handon Mob-ის მიხედვით, მსოფლიოს მე-7 ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეა, რომელსაც კარიერაში $33.737.539 დოლარი აქვს მოგებული. მის ანგარიშზე უამრავი დიდი ტურნირი და ჰაი როლერ ივენთია. 2016 წელს, მან WSOP-ის პირველი ოქროს სამაჯური მოიგო, რომელიც $412.557 დოლარიანი ანაზღაურებით აღნიშნა. რამდენიმე დღის წინ, ოჰაიოს მკვიდრმა რიგით მე-2 სამარჯუი მოიგო. ამჯერად, პიტერსის მოგებამ $360.480 დოლარი შეადგინა. 

$10.000 დოლარიანი ივენთი ვარსვკლავური ლაინ-აფით გამოირჩეოდა: აქ იყვნენ დენიელ ნეგრანუ, მაიკ ლეა, ბერტრან Elky გროსპელიე, სამი კელოპურო, სერგეი რეიჰაჩი, ბელარმინო დე სუზა და სხვები. 

მთელი ფინალური მაგიდის განმავლობაში, მისი ძირითადი მეტოქე მაიკლ ადამო იყო. ჰედს-აპიც სწორედ ადამოსა და პიტერსს შორის შედგა. დევიდ პიტერსმა 9 დარიგება ზედიზედ მოიგო, რაც მაიკლ ადამოს გაკოტრებას ნიშნავდა. მართალია, დარჩენილი რამდენიმე ბლაინდის გაორმაგება მაინც მოახერხა, მაგრამ ეს მისი უკანასკნელად მოგებული დარიგება იყო, რის შემდეგაც, ჰედს-აპი საბოლოოდ დათმო. მე-2 ადგილისთვის, ავსტრალიელის მოგებამ $223.488 დოლარი შეადგინა. 

რუმები

ქართული უცხოური