კევინ მაკფის GGPoker-ზე ექაუნთი დაუჰაკეს

WSOP Europe-ისა და EPT-ის მეინ ივენთების გამარჯვებული, ლეგენდარული კევინ მაკფი ამტკიცებს, რომ მისი ექაუნთი ჰაკერებმა გატეხეს და თანხა მოპარეს. 

მაკფი ამტკიცებს, რომ სხვა პოკერ-რუმებზე არსებულ ექაუნთებზე რაიმე საეჭვო სახის აქტივობა არ შეუნიშნავს და ჰაკერმა სწორედ GGPoker-ის ექაუნთზე მიიტანა იერიში. როგორც ის ვარაუდობს, სავარაუდო დამნაშავე ვინმე პუია მუსავი (Pouya Moosavi) უნდა იყოს მონრეალიდან, რომლის ელექტრონული ფოსტაც ფულად გადარიცხვებში ფიქსირდება. 

საქმე იმაშია, რომ მონრეალსა და ფრანგულენოვან კანადურ პოკერის წრეებში, კევინ მაკფი დიდი ხნის განმავლობაში იყო სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფების მსხვერპლი. თავად პუია მუსავის WSOP-ზე ორი მცირე მოგება უფიქსირდება. 

საბედნიეროდ, საიტის ადმინისტრაციამ თანხის გაყინვა მოახერხა, სანამ ის მაკფის ექაუნთს დატოვებდა, მაგრამ როგორც მოთამაშე ამბობს, შემთხვევამ GGPoker-ზე თამაში გადააფიქრებინა. "რატომღაც, თავდასხმის ქვეშ მხოლოდ GGPoker-ის ბალანსზე შენახული თანხა აღმოჩნდა და არა სხვა საიტებზე, - წერს მაკფი, - ვცადე, პოკერ-რუმის საფორთს ან ადმინისტრაციას დავლაპარაკებოდი, მაგრამ მცირე დროის შემდეგ, ჩვენი კომუნიკაცია შეწყდა და ახლა მათგან არანაირ სიახლეს აღარ ვღებულობ."

კევინ მაკფი პირველი მოთამაშე არაა, ვინც GGPoker-ის მიმართ პრეტენზიები გამოთქვა. რამდენიმე დღის წინ, გერმანელი სუპერვარსკვლავი - ტობიას დუთვაილერი აცხადებდა, რომ საიტმა მისი $180.000 დოლარის კონფისკაცია მოახდინა. GGPoker-ის განმართებით, დუთვაილერის ექაუნთს წარსულში ბანი დაედო და მას საიტზე თამაში აკრძალული ჰქონდა. "გამოდის, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მათ ჩემს თამაშთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ როგორც კი ბალანსზე სოლიდური თანხა გამიჩნდა, ის მაშინვე ჩამომაჭრეს და მიითვისეს" - ამბობს დუთვაილერი. 

რუმები

ქართული უცხოური