აიზიკ ჰექსტონი WPT $25.000 Super High Roller-ს იგებს

აიზიკ ჰექსტონმა WPT $25.000 Super High Roller-ის ტურნირი მეორედ მოიგო. ვეტერანი გრაინდერი, რომელიც ახლა PartyPoker-ს წარმოადგენს, 'საკუთარ მოედანზე' თამაშობდა. PartyPoker, ამ ზაფხულს, WPT-ის ონლაინ სერიებს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ძვირადღირებული ტურნირი იმართება. 

რე-ენტრი ტურნირში, რომელშიც 21 მოთამაშე მონაწილეობდა, ჰექსტონმა ბაი-ინი ორჯერ იყიდა. მის მეტოქეებს შორის ტიმოთი ადამსი, სტივენ ჩედვიკი და კალ ბარნსი იყვნენ. ჰექსტონის $50.000 დოლარიანი ინვესტიცია $262.500 დოლარიან ანაზღაურებაში აისახა. 

ტურნირის ბაბლი ბოსნიური წარმოშობის კანადელი მოთამაშე, ალი იმსიროვიჩი იყო, რომელმაც სახელი ბოლო წლებში მოგებული დიდი ტურნირებით გაითქვა. იმსიროვიჩის გავარდნის შემდეგ, მე-3 ადგილი თანამედროვე პოკერის კიდევ ერთ ვარსკვლავს, ჯეიკ შინდლერს ერგო, რომელმაც $105.000 დოლარი მოიგო. 

შინდლერმა ჰექსტონთან მეტოექობა არტურ მარტიროსიანს დაუთმო, რომელმაც ამერიკელის მასიური სტეკის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და მე-2 ადგილს დასჯერდა, $157.000 დოლარიანი ანაზღაურებით. 

რუმები

ქართული უცხოური