WSOP 2020: ონლაინ მეინ ივენთზე 38 მოთამაშეა დარჩენილი
არაერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ წლევანდელი WSOP, რომელიც COVID-19-ის გამო ონლაინ სივრცეში გაიმართა, ყველა რეკორდს მოხსნიდა. მართლაც, მიმდინარე მსოფლიო სერიების მეინ ივენთზე 5.082 მონაწილე დარეგისტრირდა, რაც ონლაინ პოკერის ისტორიაში უპრეცედენტო რიცხვია.
$5.000 დოლარიანი ბაი-ინის გადახდის შემდეგ, 2020 წლის პოკერის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდმა $27.559.500 დოლარი შეადგინა. მოვლენები ონლაინ ტურნირისთვის დამახასიათებელი სცენარით განვითარდა: თამაშის მე-2 დღეს, 5.082-დან მხოლოდ 1.171 მოთამაშე დარჩა.
რა თქმა უნდა, ბლაინდების ზრდასთან ერთად, თამაშიც გააქტიურდა და მე-2 დღის ბოლოს, 1.171-იანი ლაინ-აფი 38-მდე შემცირდა. საპრიზო ადგილები 728-ე პოზიციიდან იწყებოდა, მაგრამ ყველას, რა თქმა უნდა, მზერა პირველი ადგილისთვის დაწესებული $3.904.686 დოლარისკენ აქვს მიპყრობილი.
ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერი ბრაიან პიკოლია - ნიუ იორკელი მოთამაშე, რომელიც ამჟამად ლას ვეგასში ცხოვრობს. შესაძლოა, პიკოლი არც ისე ნაცნობი სახელი იყოს თქვენთვის, მაგრამ ის საკმაოდ კარგად იცნობს WSOP Main Event-ის ფინალურ მაგიდას: 2017 წლის მეინ ივენთზე, მან მე-6 ადგილი დაიკავა, რომლისთვისაც $1.675.000 დოლარი მიიღო. მიმდინარე ტურნირზე რომ სამი წლის წინანდელი შედეგი გააუმჯობესოს, პიკოლიმ მინიმუმ მე-3 ადგილი უნდა დაიკავოს.