PokerStars ჩინურ ბაზარს ტოვებს

ონლაინ პოკერის ეკოსისტემა, შესაძლოა, Black Friday-ის მსგავს დარტყმას განიცდიდეს. როგორც ცნობილი ხდება, მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმი ჩინეთის, ტაივანისა და მაკაუს ბაზრებს ტოვებს. 

უკანასკნელმა მოვლენებმა აჩვენეს, თუ როგორ ცდილობს ჩინეთის კომუნისტური პარტია იმ ოპერატორების შევიწროვებას, რომლებიც ჩინეთის მოსახლეობას გარესამყაროსთან თამაშის შესაძლებლობას აძლევენ. 31 აგვისტოს, 2+2 Forum-ზე სქრინშოთის კოპიები გავრცელდა, რომელშიც PokerStars-ის მესიჯია აღბეჭდილი. PokerStars-ის ადმინისტრაცია ჩინეთში მყოფ მოთამაშეებს ურჩევს, რომ დროზე გაიტანონ თავიანთ სათამაშო ბალანსზე არსებული თანხა. ამისთვის მათ გარკვეული ცვლილებები განახორციელეს, რათა მომხმარებლებს ფულის მარტივად გატანის შესაძლებლობა ჰქონოდათ. 

ვარაუდობენ, რომ ჩინეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ PokerStars-ის მფლობელი კომპანია, Flutter Entertaiment უდიდეს ყურადღებას უთმობს უსაფრთხოების ზომებს, ჩინეთის მთავრობას საკუთარი მოსაზრებები აქვს. 

ექსპერტების გათვლებით, ჩინეთიდან გამოსვლა PokerStars-ს $65 მილიონი დოლარი დაუჯდება, რამაც, შესაძლოა, თამაშის საკომისიოს პროცენტი კიდევ უფრო გაზარდოს. მომავალში, მსგავსი ბაზრის დატოვება კიდევ უფრო დიდ ზიანს მოიტანს: ჩინელი მოსახლეობის გემბლინგითა და პოკერით დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ ინდუსტრიის ანალიტიკოსები პოკერის ისეთივე ბუმს წინასწარმეტყველებდნენ, როგორიც 2000-იანების დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. 

PokerStars-ს კიდევ ერთი დარტყმა რუსეთმა მიაყენა: ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების მთავარმა ზედამხედველმა, 'როსკომნადზორმა'  'სტარსთან' დაკავშირებული 131 ვებ-გვერდი შავ სიაში შეიყვანა. შედეგად, ათასობით რუსი მოთამაშე გლობალურ ქსელს გამოეთიშა. 

რუმები

ქართული უცხოური