Galfond Challenge: ფილ გალფონდი ჩენს კორნუთს დაუპირისპირდება
16 სექტემბრიდან, Galfond Challenge-ის სერია განახლდება. ლეგენდარული პოტ-ლიმიტ ომაჰა გრაინდერი, ამჯერად, ჩენს კორნუთს დაუპირისპირდება.
კორნუთი იმის გაკეთებას შეძლებს, რაც VeniVidi1993-მა და ActionFreak-მა ვერ შეძლეს. უნდა ითქვას, რომ გალფონდს კიდევ ერთი დიდი სახელი - დენიელ ქეითსი ჰყავს დამარცხებული, თუმცა, მაშინდელი თამაში სრულმასშტაბიან ჰედს-აპად ვერ ჩაითვლება, რამდენადაც წყვილმა სულ რაღაც ერთი სესია ითამაშა. ასევე, დაუსრულებელ ჩელენჯში, გალფონდმა ბილ პერკინსისგან $90.000 დოლარზე მეტი მოიგო.
ამჯერად, თამაში 35.000 დარიგება გაგრძელდება. ლიმიტი €100/€200 ევრო იქნება, რა თქმა უნდა, პოტ ლიმიტ ომაჰა. PokerShares-ის ანალიზით, კორნუთის შანსები 1-3 უნდა იყოს. ცხადია, გალფონდი გაცილებით დიდი სახელია. ამ ყველაფერს მისი დაუმარცხებლობის მითიც ემატება - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც €900.000 ევროიანი მინუსის შემდეგ, ამერიკელმა მოთამაშემ დანაკლისის ამოღება და პლუსში გასვლა შეძლო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩენს კორნუთის ანგარიშზე WSOP-ის 2 ოქროს სამაჯური და ლაივ ტურნირებში მოგებული $7.5 მილიონ დოლარზე მეტია.