WSOP 2020: Main Event-ის გამარჯვებული სტოიან მადანჟიევი გახდა

2020 წლის WSOP-ის ხანგრძლივი სერია ოფიციალურად დასრულდა. რა თქმა უნდა, GGPoker-ზე გამართული პოკერის ფესტივალი მეინ ივენთით დაგვირგვინდა, რომელსაც, როგორც წესი, პოკერის მსოფლიო ჩემპიონატს ეძახიან. მთავარი ტურნირის გამარჯვებული ბულგარელი მოთამაშე, სტოიან მადანჟიევი გახდა, რომელმაც $3.904.685 დოლარი მოიგო. 

როგორც წესი, WSOP Main Event-ის პირველი ადგილისთვის დაწესებული ანაზღაურება მილიონობით დოლარს აღწევს და, ტრადიციულად, $8-დან $12 მილიონ დოლარამდე მერყეობს. წლევანდელი ჩემპიონატის შედარებით მცირე საპრიზო თანხა იმით იყო განპირობებული, რომ ტრადიციული $10.000 დოლარის ნაცვლად, მისი ბაი-ინი $5.000 დოლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ონლაინ პოკერის ისტორიაში, მანდაჟიევი საუკეთესო სატურნირო ანაზღაურების მფლობელი გახდა. 

$5.000 დოლარიან ივენთზე 5.802 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია სხვა ონლაინ ტურნირებთან შედარებით. წლევანდელი მეინ ივენთის საპრიზო ფონდმა $27.559.500 დოლარი შეადგინა - ონლაინ პოკერის კიდევ ერთი რეკორდი. საპრიზო ფონდის შედგენის შემდეგ, თამაშის დასაწყისშივე გახდა ცნობილი, რომ 5.802 მონაწილიდან, 4 მოთამაშე მილიონერი გახდებოდა. 

ბულგარელმა მოთამაშემ $3.904.685 დოლარი და WSOP Main Event-ისთვის სპეციალურად დამზადებული ოქროს სამაჯური სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი სამზარეულოდან მოიგო, რაც პოკერის მომავალი განვითარებისთვის კიდევ ერთი სიგნალია. ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, მომავალში მსგავსი ტიპის ტურნირები ინტერნეტში გაიმართოს, რასაც როგორც უამრავი დადებითი - ასევე ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო, უამრავი დიდი სატურნირო სერია - მათ შორის WSOP და WPT - ინტერნეტში გაიმართა, რაც ონლაინ პოკერის ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 

რუმები

ქართული უცხოური