24 საათში ფედორ ჰოლცმა $1.600.000 დოლარი მოიგო

ვუნდერკინდად წოდებულმა გერმანელმა მოთამაშემ, ფედორ ჰოლცმა, მსოფლიო 2016 წელს გააოცა. 6 თვის განმავლობაში, ის წარმოუდგენელ 'ჰიტერზე' იყო და $10.000.000 დოლარის აკუმულირება მოახერხა. ჰოლცის მაშინდელი მოგებებიდან აღსანიშნასვია EPT-ის ტიტული, 1.3 მილიონ ევროიანი ანაზღაურებით, $650.000 დოლარი WCOOP-ის ტურნირზე და Super High Roller Bowl-ის ფინალურ ჰედს-აპში თამაში, რომლისთვისაც მან $3.5 მილიონი დოლარი მიიღო. 

მანამდე არგაგონილი წარმატებით, ჰოლცი არამხოლოდ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა - გერმანიის რეიტინგებში, ის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეც გახდა. მიუხედავად ამისა, 24 წლის ასაკში მან პროფესიონალური პოკერიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ თამაში მისთვის საინტერესო აღარ იყო.

კარიერის ადრეულ ასაკში შეწყვეტის მიუხედავად, ის GGPoker-ის სახე გახდა - პოკერ-რუმი, რომელიც 2020 წლის WSOP-ის მასპინძელ პლატფორმად მოგვევლინა. სწორედ GGPoker-ზე, სწორედ ონლაინ WSOP-ის თამაშისას მიიღო ჰოლცმა მისი უკანასკნელი ანაზღაურება. WSOP Heads-Up Championship-ის ფინალურ ოთხეულში, მან ესპანური პოკერის ვარსკვლავი, სერგეი რეიჰაჩი ჩამოიშორა გზიდან, ფინალურ მატჩში კი ბრუნო ბოტეინი დაამარცხა და $1.070.050 დოლარიან ანაზღაურებასთან ერთად.

ამის შემდეგ, ჰოლცმა კიდევ ერთ ესპანელთან ითამაშა ჰედს-აპი. ამჯერად, მისი მეტოქე ადრიან მატეოსი იყო, რომელთან დადებული შეთანხმების შედეგად, გერმანელმა $515.294 დოლარი მოიგო. ნებისმიერი მოთამაშისთვის მსგავსი დღე წარმოუდგენელ წარმატებად ჩაითვლებოდა, მაგრამ არა ფედორ ჰოლცისთვის. მან კიდევ ერთი მე-2 ადგილი დაიკავა, ამჯერად, $202.000 დოლარიანი ანაზღაურებით. 

რუმები

ქართული უცხოური