ბორის ჯონსონი ბრიტანეთის კაზინოების კანონმდებლობის შეცვლას გეგმავს

ბრიტანეთის სათამაშო ინდუსტრიის სფეროს საუკეთესო დრო არ უდგას. გავრცელებულმა ჭორმა, რომ ბორის ჯონსონი - ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გეგმავს - უკვე მძიმე რყევები გამოიწვია. მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად, საღამოს 10 საათიდან, ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდება, რაც პაბებს, კლუბებს, რესტორნებსა და სხვა თავშეყრის ადგილებს ეხებათ. რა თქმა უნდა, ასეთმა რეგულაციამ ნეგატიური ეფექტი უნდა იქონიოს კაზინოებზეც. თანაც მაშინ, როცა კაზინოებზე შეზღუდვები სულ ცოტა ხნის წინ მოიხსნა.

ქვეყანაში, დღესდღეობით, უშუალოდ კაზინოებში 14.000 ადამიანი მუშაობს. როგორც გემბლინგისა და სათამაშო კომისიის დირექტორი, მაიკლ დაფერი ამბობს, მსგავსმა შეზღუდვებმა შესაძლოა, ქვეყანაში არსებული კაზინოების თანამშრომლების ნახევარზე მეტი უმუშევარი დატოვოს: "კაზინოებმა, გასულ წელს, ბრიტანეთის ბიუჯეტში £1.3 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი შეიტანეს. თუ სახელმწიფო რაიმე ზომებს არ მიიღებს მათ დასაცავად, ინდუსტრია კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება."

როგორც კაზინოების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მკაცრად იცავენ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოების წესებს, რათა მკაცრი ტესტირება გაიარონ. მიუხედავად ამისა, ჯონსონის კანონპროექტი აზარტული ოპერატორების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ბორის ჯონსონი და მისი მრჩეველი - დომინიკ ქამინგსი, აქტიურად ცდილობენ ბრიტანეთში სათამაშო ინდუსტრიის კანონმდებლობის შეცვლას. ლორდთა პალატაში ანტი-გემბლინგ ჯგუფიც კი არის შექმნილი, რომელიც აცხადებს, რომ ბრიტანეთს 300.000-მდე პრობლემური გემბლერი ჰყავს, მათ შორის 55.000 ბავშვი, ხოლო რაც ყველაზე სავალალოა - ბრიტანეთში, ყოველდღიურად ერთი თვითმკვლელობა ფიქსირდება, რომელიც აზარტული პრობლემებითაა გამოწვეული. შესაბამისად, ჯონსონი და მისი გუნდი აქტიურად გეგმავენ ინდუსტრიის წინააღმდეგ აგრესიული შტურმი მიიტანონ. 

რუმები

ქართული უცხოური