PartyGaming და Playtech აქვეყნებენ 2010 წლის პირველი კვარტლის შემოსავლებს
კომპანია PartyGaming-მა 2010 წლის პირველი კვარტლის შემოსავლები გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად პოკერიდან ყოველდღიურმა შემოსავალმა შარშანდელთან შედარებით 11%-ით დაიკლო და ახლა $531 000-ს შეადგენს.
მთლიანი შემოსავალი კვარტლის განმავლობაში 47.8М დოლარია, რაც შარშანდელთან შედარებით უარესი შედეგია, მაგრამ დაახლოებით იმდენივეა რაც წინა კვარტალში.
World Poker Tour დან შემოსავალი წინა კვართალთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2.7М-ს შეადგენს.
PartyGaming-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს ფრანგულ პოკერ რუმ ACFPoker-თან, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ხსენებული კონტრაქტი ძალიან დაეხმარება PartyGaming-ს გაიმყაროს პოზიციები ფრანგულ ონლაინ სერვერებზე და მოიზიდოს ფრანგი მოთამაშეები. ეს უკვე მესამე მსგავსი კონტრაქტია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც PartyGaming-მა განახორციელა.
ასევე Playtech-მაც გამოაქვეყნა მონაცემები გასული კვარტლის შესახებ, რომელიც PartyGaming-ის მთავარი კონკურენტი და სათამაშო ქსელ iPoker-ის მფლობელია. მთლიანმა შემოსავალმა €43,4М შეადგინა, რაც 29%-ით მეტია ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში და 13% მეტია ვიდრე წინ კვარტალში.