ბილ პერკინსმა ანტონიო ესფანდიარი და ფილ ჰელმუტი გამოიწვია

იშვიათია, ვინმეს ისე უყვარდეს ჩელენჯები, შეჯიბრებები და სანაძლეოები, როგორც ბილ პერკინსს. მაგრამ ასევე იშვიათია, ანტონიო ესფანდიარისა და ფილ ჰელმუტზე აზარტული მოთამაშე მოიძებნოს პოკერის სამყაროში. როგორც ჩანს, დიდი შერკინება გარდაუვალია.

ბილ პერკინსმა სახელი ცნობილ ქეშ-გეიმერებთან თამაშით გაითქვა. ტრადიციულად, ის საკუთარ იახტაზე, ჯეიმი სტეპლსთან და ახალი თაობის სხვა გემბლერებთან ერთად დიდ ქეშ-გეიმებს მართავს. ამჯერად, პერკინსმა ანტონიო ესფანდიარის და ფილ ჰელმუტის ჩათრევა გადაწყვიტა, რაზეც ნაკლებადაა სავარაუდო, რომ უარი მიიღოს. 

სატელევიზიო გადაცემა High Stakes Duel-ის ფარგლებში, ესფანდიარი და ჰელმუტი უკვე იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ. ჯერჯერობით, ფილ ჰელმუტი $50.000 დოლარით წინ არის და ესფანდიარის $100.000-ის გარისკვა მოუწევს, რათა თამაშში დაბრუნდეს. როგორც ჩანს, პერკინსის მოტივაციაც სწორედ ეს შეჯიბრი იყო. 

თამაშს სპეციფიური ფორმატი ექნება: ის ჰედს-აპ იქნება, თუმცა, მაგიდის თითო მხარეს 2-2 მოთამაშე იჯდება. ერთ მხარეს, პერკინსის გადაწყვეტილებით, ის და ესფანდიარი იქნებიან, მეორე მხარეს კი - ფილ ჰელმუტი და ემჯეი გონსალესი. ეს უკანასკნელი ოთხეულის ყველაზე ნაკლებად ცნობილი წევრია, მაგრამ დღევანდელ ქეშ-გეიმ მაგიდებზე ის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. თითოეული მოთამაშე მხოლოდ კონკრეტულ რაუნდზე მიიღებს გადაწყვეტილებას და ვაჭრობის შემდეგ ეტაპს მეტოქეს გადააბარებს. მაგალითად, თუ პერკინსი პრეფლოპ ითამაშებს, პოსტფლოპ გადაწყვეტილების მიღება ესფანდიარის მოუწევს და ა.შ. 

ჯერჯერობით, ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც საკუთარი თანხმობა არ დაუფიქსირებია, ფილ ჰელმუტია. ესფანდიარი და გონსალესი პერკინსის წამოწყებას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. 

რუმები

ქართული უცხოური