ჰელმუტის შექების შემდეგ, ოლივერ ბუსკემ ფილ გალფონდს შეუტია

ფილ გალფონდის ბოლო კომენტარმა ოლივერ ბუსკე წყობილებიდან გამოიყვანა. საქმე იმაშია, რომ Run It Once-ის დამაარსებელმა ფილ ჰელმუტის თამაში და მისი ე.წ. white magic მიდგომა შეაქო და ჰელმუტს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე უწოდა: "ფილ ჰელმუტი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მან WSOP-ის ყველა რეკორდი მოხსნა. განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს მისი ბოლო თამაში PokerGo-ზე. მას წარმოუდგენელი რიდები ჰქონდა, როცა მოთამაშის ყველა ხელი გამოიცნო. არ მგონია, რომ ოდესმე სახალხოდ გამეკრიტიკებინოს ჰელმუტის თამაში, მაგრამ პირად სივრცეში ხშირად მოვქცეულვარ ასე. მისი უამრავი მოქმედება ლოგიკას არ ექვემდებარება და ჩემთვისაც გაუგებარია ხოლმე. მიუხედავად ამისა, მისი ჰედს-აპ თამაში საუკეთესო იყო, რაც ბოლო პერიოდში მინახავს."

ოლივერ ბუსკე ფილ ჰელმუტის დიდი ხნის ოპონენტია. ქეშ-გეიმ მაგიდებთან წყვილი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ერთმანეთის მიმართ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გალფონდის ასეთმა კომენტარმა ბუსკეს გაღიზიანება გამოიწვია: "ერთ-ერთი ყველაზე სულელური მოსაზრება იყო, რაც კი ოდესმე გამიგია იმ ადამიანისგან, რომელსაც პატივს ვცემ. ასეთი პოსტის მიძღვნას იმ ადამიანის მიმართ, რომელიც აშკარა ეგო-მანიაკია, სხვას ვერაფერს დავარქმევდი, თუ არა სტოკჰოლმის სინდრომს."

ფილ გალფონდი სატელევიზიო ჰედს-აპზე საუბრობდა, რომელიც ჰელმუტსა და ესფანდიარის შორის გაიმართა. ანტონიო ესფანდიარიმ ჯერ $50.000 დოლარიანი ჰედს-აპი წააგო, რის შემდეგაც  $100.000-იანიც დათმო: "უნდა ვაღიარო, რომ საოცარ თამაშს შევესწარი და რომ ფილ ჰელმუტმა იცის რაღაც, რაც მე არ ვიცი."

ოლივერ ბუსკეს კომენტარის შემდეგ, საქმეში ფილ გალფონდის მეუღლე ჩაერთო: "უკვე წლებია, რაც ფილ ჰელმუტი საკუთარი თავის Poker Brat-ად წარმოჩენას ცდილობს. ეს ერთგვარი WWE-ის შექმნილი გმირია, რომელიც ხალხს პოკერის მიმართ ინტერესს უჩენს და ტელევიზორის ჩართვას აიძულებს. ჩემი ქმარი პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშეა და თუ ჰელმუტის თამაშმა მასზე შთაბეჭდილება მოახდინა, სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე სტოკჰოლმის სინდრომთან და ტრავმატულ გამოთაყვანებასთან გვაქვს."

როგორც მოგვიანებით ოლივერ ბუსკემ ახსნა, მისი გაღიზიანება გალფონდის კომენტარმა შემდეგი მიზეზით გამოიწვია: "ფილ ჰელმუტი არის მოთამაშე, რომელსაც არ სურს განვითარება, არ სურს თამაშის სწავლა და ის მომგებიან მოთამაშედ რჩება, რადგან პოკერში საქმე იღბალთან გვაქვს. ის რომ მოჭადრაკე ყოფილიყო, მას არანაირი შანსი არ ექნებოდა." 

რუმები

ქართული უცხოური