Betfred-მა გამარჯვებულ მოთამაშეს $2.2. მილიონიანი ჯეკპოტი არ გადაუხადა
გათამაშებული ჯეკპოტის გადახდაზე უარის თქმით, ბრიტანულმა კაზინო Betfred-მა მნიშვნელოვანი ხმაური გამოიწვია. 2018 წელს, ენდი გრინმა მობილურ აპლიკაციაზე 6 საათიანი თამაშის შემდეგ, ბლექჯექის მაგიდაზე, £1.7 მილიონი ფუნტ სტერლინგის ღირებულების ჯეკპოტი მოიგო (დაახლოებით $2.2 მილიონი აშშ დოლარი).
როგორც გრინის ადვოკატი, პიტერ ქოილი ამბობს, Betfred-ის ადმინისტრაციამ გრინს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ 4 დღის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა და ჯეკპოტის გადახდაზე უარი განაცხადა. როგორც კაზინოს მესვეურები ამტკიცებენ, აპლიკაციამ შეცდომა დაუშვა და პასუხისმგებლობას აპლიკაციის შემქმნელ კომპანიას - Playtech-ს აკისრებენ. თავის მხრივ, Playtech უარს ამბობს კომერციული საიდუმლოს გათქმაზე და სოფტის დეტალების გახმაურებაზე.
ქოილის თქმით, მისმა კლიენტმა Betfred-ისგან შემოთავაზება მიიღო, რომლის მიხედვითაც მას £60.000 ფუნტ სტერლინგს გადაუხდიდნენ, მაგრამ საიდუმლოს გაუთქმელობაზე უნდა მოეწერა ხელი. ადვოკატის განმარტებით, შეთავაზებული თანხა სასაცილოა და სრულ შეუსაბამობაშია მისი კლიენტის ინტერესებთან: "მათ ისეთი თანხა შემოგვთავაზეს, რომელზე დაფიქრება არც კი ღირდა. გარდა ამისა, ენდი გრინმა ჯეკპოტი სამართლიანად მოიგო და გაუგებარია, რატომ უნდა დავთმოთ ეს ბრძოლა?"
2018 წლიდან მოყოლებული, Betfred-ისა და ენდი გრინის საქმეს სასამართლო განიხილავს. "ცხოველს არ მოექცეოდა ადამიანი ისე, როგორც ჩვენი მოწინააღმდეგეები გვექცევიან, - ყვება ქოილი კაზინოსთან ბრძოლაზე, - 2 წელია, რაც მე და ჩემი კლიენტი ჯოჯოხეთს გავდივართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სასამართლო ჩვენს მტკიცებულებებს და მოტივებს გაითვალისწინებს." აღსანიშნავია, რომ კაზინოს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება მედიასთან.