ამერიკელები საპრეზიდენტო ფსონებისთვის ემზადებიან
რამდენიმე კვირაში, ამერიკელები ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ისე როგორც ნებისმიერი სხვა საზოგადოებისთვის, ამერიკელებისთვისაც წინასაარჩევნო პერიოდი საოჯახო დებატებსა და პოლიტიკურ რეკლამებს ნიშნავს. მაგრამ ტოტალიზატორებისთვის საპრეზიდენტო არჩევნები დიდ ფსონებსა და აზარტულ ბატალიებს მოასწავებს.
უკანასკნელი საპრეზიდენტო რბოლის დროს, ტოტალიზატორებმა არასწორი პროგნოზები გააკეთეს: დონალდ ტრამპს მხოლოდ 6-1 შანსები ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სათამაშო დაწესებულებებს დიდი მოგებების გაცემა მოუხდათ. 2016 წლის მსგავსად, წლევანდელ არჩევნებშიც, დონალდ ტრამპი ანდერდოგის სტატუსითაა. რბოლის ფავორიტი დემოკრატების ჯო ბაიდენია, რომელმაც ასაკის მიუხედავად აშკარად გადაასწრო მეტოქის პოპულარობას.
ოლივერ გილი 35 წლის ავსტრალიელი პოკერის მოთამაშეა, რომელსაც საუნივერსიტეტო განათლება პოლიტიკურ მეცნიერებებში აქვს მიღებული. მისი ორმაგი მოქალაქეობა საშუალებას იძლევა, ხმა ამერიკაშიც მისცეს და სამშობლოშიც. სათამაშო უნარებისა და პოლიტიკის ცოდნის ნაზავი მას მნიშვნელოვან უპირატესობას სძენს, როცა საქმე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფსონის გაკეთებას ეხება.
როგორც გილი ყვება, 2016 წლის არჩევნებზე, მრავალი მოთამაშის მსგავსად, ისიც შეცდა. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას არ ელოდებოდა, მან რამდენიმე შტატის შედეგი მაინც გამოიცნო. რაც მთავარია, მან სწორი ვარაუდი გააკეთა ე.წ. პოპულარული კანდიდატის შესახებ, რომელიც ჰილარი კლინტონი გახდა. სამაგიეროდ, მან ზუსტად გამოიცნო ბარაკ ობამას ორივე პრეზიდენტობა, რამაც მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა.
2016 წლის მსგავსად, ოლივერ გილი დემოკრატების კანდიდატს გულშემატკივრობს: "პროგრესული შეხედულების გამო, ბევრ საკითხში დემოკრატებისკენ ვიხრები. ამიტომაც, მაქსიმალურად ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს, რათა საკუთარმა შეხედულებებმა და პოლიტიკურმა სიმპათიამ ჩემს სათამაშო გადაწყვეტილებაზე არ იქონიოს გავლენა."