2021 წლის Aussie Millions გაურკვეველი ვადით გადაიდო

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიდი სატურნირო პოკერი კაზინოებიდან ონლაინ სივრცეში გადავიდა. WSOP-მა და WPT-მა მოთამაშეებს ონლაინ პლატფორმები შესთავაზეს, რათა მათ სახლიდან გაუსვლელად თამაშის შესაძლებლობა მისცემოდათ. სულ სხვა გზა აირჩიეს ავსტრალიური პოკერის ფესტივალის ორგანიზატორებმა. 

Aussie Millions სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მასშტაბური სატურნირო პოკერის სერიაა, რომელიც მელბურნში 1998 წლიდან იმართება. მის დაწყებას არამხოლოდ მოყვარულები ელოდებიან, რომელთა ინტერესი მცირე და საშუალო ბაი-ინის ტურნირებია, არამედ დიდი მოთამაშეებიც, რომლებიც ჰაი როლერ ივენთებზე რეგისტრირდებიან. 

ავსტრალიაში კორონავირუსის დღიური 9-10 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ქვეყნის სტუმრებისთვის 14 დღიანი სავალდებულო კარანტინით, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის წესების დაცვით აიხსნება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, კაზინო Crown Melbourne-ის წარმომადგენლებს არ სურთ მთავრობასთან დაპირისპირება, ან დიდი რაოდენობით სტუმრების მიღება და ამიტომაც 2021 წლის Aussie Millions-ის განრიგის გამოქვეყნება გაურკვეველი ვადით გადადეს.

გარდა სახელმწიფო შეზღუდვებისა, ის ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი, რომ Aussie Millions-ის მოთამაშეების უმეტესობა, ნაცვლად ავსტრალიისა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოდიოდა. პანდემიის პირობებში კი, მათი რიცხვი საგრძნობლად იქნება შემცირებული. რატომ თქვა ტურნირის ხელმძღვანელობამ უარი ონლაინ სივრცეში თამაშის გადატანაზე, უცნობია. სავარაუდოდ, ისინი Aussie Millions-ის ტრადიციის შენარჩუნებას ცდილობენ, რომელიც კაზინოსთან, ლაივ თამაშთან, რეალურ დილერებთან და ჩიპების ხმაურთან ასოცირდება. 

 

რუმები

ქართული უცხოური