პოპულარული აზარტული თამაშები იაპონიაში

იაპონია, უნიკალური კულტურისა და ისტორიის გამო, მრავალი ადამიანის ყურადღებას იქცევს. იაპონური ტრადიციები, ლიტერატურა, კინემატოგრაფი და ანიმაცია, იაპონელების ცხოვრების სტილი, მათი დამოკიდებულება სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დასავლურ საზოგადოებაში. მაგრამ რა ხდება იაპონიაში აზარტული თამაშების მხრივ? უკანასკნელ ათწლეულებში, იაპონიაში სათამაშო ბიზნესმა უამრავი აკრძალვა და შეზღუდვა გადაიტანა, რომელიც თანდათან იხსნება. ქვეყანას აზარტული თამაშებისა და კაზინოს კულტურის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

ყველა რეგიონს, დამახასიათებელი სამზარეულოსა და წეს-ჩვეულებების გარდა, აზარტული გემოვნებაც განსხვავებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბლექ ჯექი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამაგიდო თამაშად ითვლება, ჩინეთში მას ნაკლები ყურადღება ექცევა და მის ადგილს მაჯონგი იკავებს, რომელიც დომინოს შეიძლება მივამსგავსოთ. ამ სტატიაში რამდენიმე იაპონურ აზარტულ თამაშს განვიხილავთ, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ამომავალი მზის ქვეყანაში. 

პაჩინკო იაპონიაში 1920-იან წლებში გამოჩნდა. ის ტიპიური სათამაშო ავტომატია, რომელიც დასავლეთში გავრცელებულ სლოტ მანქანებს მოგაგონებთ. 2019 წლის მონაცემებით, პაჩინკოს ბაზრის ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. იაპონიაში პაჩინკოს თამაში 9.5 მილიონ დაწესებულებაშია შესაძლებელი. მათი უმეტესი ნაწილი ქვეყნის დასავლეთშია განლაგებული. 

ლოტო, რომელსაც იაპონელები ტაკარაკუის ეძახიან, ერთ-ერთი ტრადიციული და ყველაზე გავრცელებული თამაშია. მისი ისტორია სათავეს მე-15 საუკუნეში იღებს. როცა ლოტო პირველად გამოჩნდა, მას შინტოისტური ტაძრების დასაფინანსებლად იყენებდნენ. თამაშისას, ჯილდოს სახით, იღბლიანი ამულეტები გაიცემოდა. რამდენადაც დღეს მსოფლიო მოსახლეობა, და მათ შორის - იაპონელებიც, ნაკლებად ექცევიან ცრურწმენების ტყვეობაში, იღბლიანი ამულეტები ფინანსურმა მოგებამ ჩაანაცვლა. 

'დრაკონი ვეფხვი' სამაგიდო თამაშია, რომელიც ფართოდაა გავრცელებული იაპონურ კაზინოებში. მას ახასიათებენ, როგორც ტრადიციული 'ბაკარას' ორკარტიან ვერსიას. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: დილერი მოთამაშეს ურიგებს ე.წ. დრაკონის კარტს და ე.წ. ვეფხვის კარტს. მოთამაშემ უნდა გამოიცნოს, რომელ მათგანს გააჩნია უფრო მაღალი ღირებულება. რამდენადაც ცნობილია, 'დრაკონი ვეფხვის' შემთხვევაში კაზინოს მოგების შანსი 3.73%-ია, მაშინ როცა ბაკარას დროს კაზინოს უპირატესობა მხოლოდ 1.06%-ს შეადგენს. 

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, იაპონია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. ინტერნეტის ეპოქაში კი კულტურა - მათ შორის სათამაშო კულტურაც, საზღვრების გარეშე მოძრაობს. გასაკვირი არაა, რომ ონლაინ სტრიმინგისა და დასავლურ სათამაშო პლატფორმებზე წვდომის პირობებში, იაპონიაში დასავლური თამაშების პოპულარობა დღითიდღე უფრო იზრდება. პაჩინკოსა და სხვა ტრადიციული თამაშების გარდა, იაპონელები ბლექ ჯექით, პოკერითა და რულეტით ინტერესდებიან.

რუმები

ქართული უცხოური