ფილ აივის დარიგება, რომელმაც პოკერის ისტორია შეცვალა

პოკერის მოთამაშეებს გაგონილი ექნებათ ტერმინი 'მანიმეიქერის ეფექტი'. 2003 წელს, კრის მანიმეიქერმა ონლაინ სატელიტით WSOP Main Event-ის საგზური მოიპოვა, რის შემდეგაც 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ხალხმა გაიაზრა, რომ თუ ბუღალტერს ტენესიდან შეეძლო $2.5 მილიონის მოგება, ისინიც შეძლებდნენ იგივე შედეგის გამეორებას. 

სინამდვილეში, 2003 წლის WSOP-ის მთავარი ოქროს სამაჯური ფილ აივისთვის იყო განკუთვნილი. 26 წლის აივის, იმ დროისთვის, უკვე 4 ოქროს სამაჯური ჰქონდა მოგებული და ყველა ელოდა, რომ 2003 აივის წელი გამოდგებოდა. ერთ-ერთი დარიგების დროს, როცა აივის 99, ხოლო მანიმეიქერს AQ ეჭირათ, ბორდზე Q6Q დარიგდა. რივერზე დადებული 9-ის შემდეგ, აივის მოგების შანსი 83%-ს შეადგენდა, მაგრამ მანიმეიქერი ხელის დათმობას არ აპირებდა. რივერზე მანიმეიქერს შემთხვევითი A შეხვდა, რამაც აივი თამაშს გამოთიშა, ხოლო მანიმეიქერმა მასიური ჩიპლიდი მოიპოვა. 

რა რეაქცია ჰქონდა აივის ამ დარიგებაზე? "როცა მაგიდაზე A დაიდო, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: არ აჩვენო სხვებს, შენი უკმაყოფილება და იმედგაცრუება! ამ ხელმა პოკერის ისტორია შეცვალა. ტურნირზე მხოლოდ 10 მოთამაშე იყო დარჩენილი და ჩემი გამარჯვების შანსი სულ უფრო იზრდებოდა. ტურნირიდან გამოვარდნამ, იმ დროისთვის, ფინანსურად დამაზიანა, მაგრამ წლების შემდეგ აშკარა გახდა, რომ პოკერისთვის გაცილებით დიდი საქმე გაკეთდა, რამაც ჩემს კარიერაზეც იმოქმედა."

"როცა თამაში დავიწყე, არ მეგონა, რომ მე 'ფილ აივი' გავხდებოდი, - ყვება ლეგენდარული მოთამაშე ბარი გრინშტაინთან ინტერვიუში, - მაშინ თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული და ვერც კი ვხვდებოდი, როგორ იზრდებოდა პოპულარობა. ხალხი ავტოგრაფებს მთხოვდა და არ მესმოდა, რატომ იყო მათთვის ჩემი ავტოგრაფი მნიშვნელოვანი. მოგვიანებით, გავიაზრე, რომ გოლფს მაიკლ ჯორდანთან ვთამაშობდი, ვახშამზე კი ბარაკ ობამასთან ვიყავი მიწვეული." 

ინტერვიუში, აივიმ დილერების შრომაზეც ისაუბრა: "თუ თამაშის მხოლოდ ერთი ასპექტის შეცვლის საშუალება მექნებოდა, დილერის მიმართ მოთამაშეების დამოკიდებულებას შევცვლიდი. დილერები ხშირად ხდებიან მაგიდაზე მყოფი მოთამაშეების შეურაცხყოფის სამიზნეები, რაც საშინელებაა." 

რუმები

ქართული უცხოური