კაზინო ბელაჯიოში Bobby's Room-ს სახელი გადაარქვეს

ლას ვეგასში მდებარე კაზინო ბელაჯიოს ხელმძღვანელობამ რისკიანი გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სათამაშო ოთახი, რომელიც Bobby's Room-ის სახელით იყო ცნობილი, ამიერიდან, Legends Room იქნება. 

გადაწყვეტილება სკანდალური აღმოჩნდა, რადგან მას საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა პოკერის უმაღლესი წრიდან. "Bobby's Room-ს ახლა Legends Room ჰქვია. არაფერი წმინდა აღარ დარჩა" - წერს ნიკ შულმანი. საქმე იმაშია, რომ Bobby's Room არამხოლოდ ბელაჯიოს ყველაზე საკრალურ ოთახად, არამედ პოკერის სამყაროში ერთ-ერთ 'წმინდა' ადგილად ითვლება, სადაც საუკეთესო მოთამაშეები იკრიბებიან. ოთახში მოხვედრაზე, სადაც დოილ ბრანსონი, ფილ აივი და გას ჰენსენი თამაშობენ, ყველა ოცნებობს. როგორც წესი, თამაშების ლიმიტი $1.000/$2.000-დან $4.000/$8.000-მდე მერყეობს. 

კაზინოს ხელმძღვანელობამ ოთახის სახელის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბობი ბოლდვინი კონკურენტი კაზინოს - The Drew Las Vegas-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ბობი ბოლდვინი ლეგენდარული პროფესიონალი მოთამაშეა, რომელმაც არამხოლოდ დიდ წარმატებას მიაღწია, არამედ პოკერის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა. როგორც ჩანს, მისი უკანასკნელი პოზიცია ბელაჯიოს მესვეურებისთვის საგანგაშო აღმოჩნდა. 

სწორედ Bobby's Room იყო ის ადგილი, სადაც პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები მილიარდერ ბანკირს, ენდი ბილს დაუპირისპირდნენ. ტოდ ბრანსონი, ჩიპ რიზი, ჯენიფერ ჰერმანი, ბარი გრინშტაინი, ჯონი ჩენი - ყველა მათგანი ენდი ბილის წინააღმდეგ თამაშში მონაწილეობდა, რომლის ბლაინდები, როგორც ყვებიან, $100.000/$200.000 დოლარს შეადგენდა. უშუალოდ თამაშში ჩართული მოთამაშეების მონაყოლით, სესიის სვინგი ხშირად $15.000.000 დოლარს აჭარბებდა. 

 

რუმები

ქართული უცხოური