დამიან სალასმა GGPoker-ის მიერ გამართული WSOP Main Event მოიგო

2020 წელს WSOP Main Event ორჯერ გაიმართა. მსგავსი შემთხვევა უნიკალურია პოკერის ისტორიაში. პირველი სერია, ტრადიციისამებრ, ზაფხულში ჩატარდა. კორონავირუსისგან გამოწვეული სამოგზაურო შეზღუდვებისა და დაკეტილი კაზინოების გამო, სერია მთლიანად ინტერნეტ სივრცეში ჩატარდა და მისი მასპინძლები WSOP.com და GGPoker იყვნენ. მეინ ივენთის გამარჯვებული სტოიან მანდაჟიევი გახდა, რომელმაც $3.904.685 დოლარი მოიგო. საქმე იმაშია, რომ ონლაინ მეინ ივენთის ბაი-ინი $5.000 დოლარს შეადგენდა - მეინ ივენთის ტრადიციული შესატანი თანხის ნახევარს. 

როგორც ტურნირის ორგანიზატორები ხსნიან, 2020 წელი ნამდვილ ჩემპიონს იმსახურებდა. ამიტომაც, პოკერის მოთამაშეებს $10.000 დოლარიანი მეინ ივენთის თამაშის შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ. საზაფხულო სერიის მსგავსად, დეკემბერშიც, მეინ ივენთმა სტარტი ონლაინ სივრცეში აიღო. როცა ტურნირზე 674 მოთამაშიდან მხოლოდ 9 დარჩა, ორგანიზატორებმა ისინი რეალურ მაგიდასთან მიიპატიჟეს. სათამაშო მაგიდა კი არა ლას ვეგასში, არამედ ჩეხეთში, როზვადოვში მდებარეობდა. 

როცა ტურნირი დაანონსდა, საზაფხულო სერიების მეინ ივენთის გამარჯვებულმა, სტოიან მანდაჟიევმა ღიად გამოხატა თავისი უკმაყოფილება: "თუ მე WSOP-ის მეინ ივენთი მოვიგე და მსოფლიო პოკერის 51-ე ჩემპიონი ვარ, ვინ გამოდის დეკემბერში გამარჯვებული? 51.1? 51 2.0? 51 ალფა?" 

მიუხედავად ამისა, ლეონ ცუკერნიკის King's Casino-ს 9 ფინალისტი ეწვია, რომლებმაც ბრძოლა პირველი ადგილისთვის დაწესებული $1.550.969 დოლარისთვის გამართეს. ღონისძიების გამარჯვებული არგენტინელი დამიან სალასი გახდა, რომელმაც მეზობელი - ბრაზილიელი ბრუნო ბუტეონი დაამარცხა და მთავარ ჯილდოსთან ერთად 2020 წლის WSOP Main Event-ის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. დამიან სალასისთვის Main Event-ის ფინალური მაგიდა უცხო გარემო არ ყოფილა. მან 2017 წელს მოახერხა ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა, მაგრამ თამაში მე-7 პოზიციიდან დატოვა. იმ წელს, პოკერის მსოფლიო ჩემპიონი სკოტ ბლამშტაინი გახდა. 

რუმები

ქართული უცხოური