GSN-ზე High Stakes Poker-ის პირველი სესია გაიმართა
2006 წელს, Game Show Network-მა (GSN) პირველად უმასპინძლა High Stakes Poker-ის სატელევიზიო გადაცემას. 2003 წელს დაწყებული პოკერის ბუმის შემდეგ, ეჭვი არავის გასჩენია, რომ გადაცემა დიდ პოპულარობას მიაღწევდა. 2011 წლამდე, High Stakes Poker გამორჩეულ ინტერესს იწვევდა, რაც უმაღლესი დონის მოთამაშეების დასწრებითა და იქამდე არნახული ოდენობის ბანკებით იყო განპირობებული.
თითქმის 10 წლიანი პაუზის შემდეგ, High Stakes Poker სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდა. გასული კვირის ოთხშაბათს, GSN-ზე თამაშის პირველი სესია გავიდა. თამაშები 2020 წლის დასაწყისშია ჩაწერილი და მასში ისეთი სახელები ღებულობენ მონაწილეობას, როგორებიც ტომ დუანი, ჟან-რობერ ბელანი, ნიკ პეტრანგელო, ბრინ კენი და ფილ აივი არიან. რაც მთავარია, დიდ მოთამაშეებთან ერთად, გადაცემას მისი ლეგენდარული წამყვანები - გეიბ კაპლანი და ეიჯეი ბენზა დაუბრუნდნენ. გადაცემის მინიმალური ბაი-ინი $200.000 დოლარია, ხოლო ბლაინდები $400/$800.
ცნობილი მოთამაშეების გარდა, თამაშს ამერიკული სპორტისა და შოუბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავებიც ესწრებიან. პირველი დიდი დარიგება ბეისბოლის ერთ-ერთ საუკეთესო პიჩერს - მაიკლ შვიმერსა და ტომ დუანს შორის გაიმართა. JJ-ით, კატოფის პოზიციიდან, ტომ დუანმა თამაში $2.500 დოლარიანი რეიზით გახსნა, რასაც შვიმერმა 109-ით უპასუხა. ბრინ კენიმ კი K9-ით ბიგ ბლაინდი დაიცვა. ფლოპზე 1092 დარიგდა. ბრინ კენის ჩექის შემდეგ, დუანმა $5.500 დადო, ხოლო შვიმერმა $17.000-მდე გაზარდა. კენის ისრა დარჩენოდა, მეორე წყვილი სინანულის გარეშე გადაეგდო. დუანმა მოწინააღმდეგის რეიზს ქოლით უპასუხა და ბორდზე 4 დაიდო. შვიმერმა კვლავ სცადა ორი წყვილით ბანკიის გაზრდა და $33.000 დოლარიანი ბეთი გააკეთა, რაზეც დუანისგან ოვერ წყვილით ქოლი მიიღო. რივერზე დადებული Aშვიმერს არ მოეწონა, რაზეც ხმამაღალა გამოაცხადა, მაგრამ ბანკისთვის შეუსაბამოდ პატარა ზომის $20.000 დოლარიანი ბეთი გააკეთა. შვიმერის ასეთ კომენტარზე, რაც გამოუცდელი მოთამაშისთვის იყო დამახასიათებელი, დუანს გაეღიმა, მაგრამ მისი ბეთი იმდენად პატარა იყო, დუანი პრაქტიკულად იძულებული იყო ქოლით ეპასუხა. საბოლოოდ, პიჩერმა გემბლერს $148.700 დოლარი მოუგო, რაც პირველი სესიის პირიველი ექვსნიშნა ბანკი იყო. მთლიანობაში, მაიკლ შვიმერმა $404.000 დოლარი მოიგო.