დოილ ბრანსონი: ფილ ჰელმუტი NLH-ის საუკეთესო მოთამაშეა

17 დეკემბერს ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში, დოილ ბრანსონი ამბობდა, რომ ფილ ჰელმუტი ულიმიტო ჰოლდემის საუკეთესო მოთამაშე იყო. ბრანსონს WSOP-ის 10 ოქროს სამაჯური აქვს მოგებული. მან პოკერში კარიერულ წარმატებს ჯერ კიდევ მაშინ მიაღწია, სანამ თანამედროვე საუკეთესო მოთამაშეები დაიბადებოდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ დოილ ბრანსონმა ნამდვილად იცის, რაზე ლაპარაკობს.

როცა საქმე WSOP-ის ეხება, ფილ ჰელმუტს რამდენიმე რეკორდი აქვს: ის 15 ოქროს სამაჯურს ფლობს, WSOP-ის ტურნირებზე ფულში შესვლა 162-ჯერ მოახერხა და ფინალურ ჰედს-აპში 26-ჯერ ითამაშა. რაც ფილ ჰელმუტს მოგებული არ აქვს, WPT-ის ტიტულია, მიუხედავად იმისა, რომ WPT-ის ტურნირებზე მას $1.5 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული. 

რა თქმა უნდა, პოკერის ლეგენდისგან მიღებული კომპლიმენტი ჰელმუტმა უყურადღებოდ არ დატოვა და მას საუკეთესო შეფასება უწოდა. საქმე იმაშია, რომ ბრანსონი აქამდეც არაერთგზის ამტკიცებდა ჰელმუტის იდეალური მოთამაშის სტატუსს. ფილ ჰელმუტი მრავალმოთამაშიან ლაინ-აფებში კარგ შედეგს აჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირებში მას წარმოუდგენლად კარგი ინტუიცია აქვს, რაც თამაშის სხვადასხვა ეტაპზე ნავიგაციის საშუალებას აძლევს. იგივე მოსაზრება ასევე გამოუთქვას ფილ გალფონდსაც, რასაც სხვა მოთამაშეებისგან მძიმე კომენტარები მოჰყვა. 

მას უამრავი კრიტიკოსიც ჰყავს, რაც მის ხმაურიან განცხადებებთან, თამაშის დროს აგრესიულ გამოხტომებთან, გადაჭარბებულ ტრაბახთან და ზედმეტ თავდაჯერებულობასთანაა დაკავშირებული. როგორც ტომ დუანი ამბობს, კამერასთან და კამერის მიღმა, ფილ ჰელმუტი ორი განსხვავებული ადამიანია. იგივეზე მიუთითებს მაიკ მატუსოუს და ანტონიო ესფანდიარის კომენტარებიც. 

რუმები

ქართული უცხოური