High Stakes Poker-ში ტომ დუანმა $985.000-იანი დარიგება მოიგო

14 იანვრის High Stakes Poker-ის ეპიზოდი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ გადაცემად ჩაითვლება. $400/$800 თამაშზე ორმაგი ბრმა ფსონებიც ხშირი იყო, რაც ბანკში ასიათასობით დოლარის მოგროვებას კიდევ უფრო ადვილს ხდიდა. ეპიზოდის გმირი ტომ დუანი გახდა, რომელმაც, ფაქტიურად, ყველა დიდ დარიგებაში მიიღო მონაწილეობა. 

დუანმა ჯერ ჟან-რობერ ბელანის ორი წყვილი დაამარცხა, რისთვისაც $352.000 დოლარიანი ბანკი მოიგო. მოგვიანებით კი ბრინ კენისთან $290.000 დარიგება დათმო, როცა კენის დიდი რეიზის შემდეგ, AK3310 ბორდზე AK გადაყარა. 

დღის მთავარი დარიგება ლინ ჯინს, ჟან-რობერ ბელანსა და ტომ დუანს შორის შედგა. დენ სალომონმა თამაში $4.000 დოლარიანი ბეთით გახსნა. დუანმა QQ-ით და ლინ ჯინმა Q10-ით თამაშში შესვლა გადაწყვიტეს. AK-ით გაღვიძებულმა ჟან-რობერ ბელანმა $11.000-იანი რეიზი გააკეთა, რამაც ქაოსი გამოიწვია. რიკ სალომონისა და ბრენდონ სტივენსის ქოლის შემდეგ, დუანმა გადაწყვიტა, რომ დარიგებაში ძალიან ბევრი მოთამაშე ღებულობდა მონაწილეობას და მათი ჩამოშორება $54.000-იანი რირეიზით სცადა. პასუხად, ლინ ჯიმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და Q10-ით $163.000 დოლარიანი სტეკი მაგიდის ცენტრში მოაქცია. ბელანმა კი ამ ყვეელაფერს $399.000 დოლარიანი 5-ბეთით უპასუხა. რა თქმა უნდა, სტივენსი და სალომონი თამაშს გამოეთიშნენ. რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ, დუანმა შემოთავაზება მიიღო. მოთამაშეები ბორდის სამჯერ დარიგებაზე შეთანხმდნენ. 

ჟან-რობერ ბელანი: AK

ტომ დუანი: QQ

ლინ ჯი: Q10

როგორც ბორდების დარიგებამდე გაირკვა, პეტრანგელომ K, ხოლო სტივენსმა და კენიმ თითო A გადაყარეს, რაც ჟან-რობერ ბელანს აუტებს მნიშვნელოვნად უმცირებდა. სამი ბორდი დუანის სასარგებლოდ დარიგდა.

პირველი ბორდი: J99410

მეორე ბორდი: QJ37A

მესამე ბორდი: 55577 

სამივე დარიგებიდან მშრალად გამოსულმა დუანმა $985.000 დოლარიანი ბანკი მოიგო, რაც მიმდინარე სეზონის უდიდესი დარიგებაა. ამ მომენტამდე, High Stakes Poker-ში დუანის საუკეთესო შედეგი $916.600 დოლარიანი ბანკი იყო, რომელიც ბარი გრინშტაინთან ლეგენდარულ დარიგებაში მოიპოვა. 

რუმები

ქართული უცხოური